„ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშია
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის მეექვსე მატჩში „ატლანტა ჰოუქსმა“ სტუმრად „ვაშინგტონ უიზარდსთან“ დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულით გაიმარჯვა და კონფერენციის ფინალში გავიდა.
პირველი მეოთხედი ვაშინგტონელებმა ერთი ქულით – 20:19 მოიგეს. მეორე მეოთხედის შემდეგ „ატლანტა„ უკვე ხუთი ქულით იგებდა, მესამეში კი უპირატესობა კიდევ ორი ქულით გაზარდა. ბოლო მეოთხედი „უიზარდსმა“ ხუთი ქულით მოიგო, რაც დასაწინაურებლად არ ეყო.
საბოლოოდ, „ატლანტამ“ ანგარიშით 94:91 გაიმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც „კლივლენდ კავალიერსს“ დაურპისიპირდება.
„ვაშინგტონ უიზარდსი“ – „ატლანტა ჰოუქსი“ – 91:94 (20:19, 19:26, 25:27, 27:22)
„ვაშინგტონი“: ბილი (29 ქ. 6 მ.), უოლი (20 ქ. 6 მ. 13 პ. 6 დ.), სერაფინი (13 ქ. 8 მ.), ნენე (5 ქ. 11 მ.)
„ატლანტა“: კეროლი (25 ქ. 10 მ.), მილსეპი (20 ქ. 13 მ.), ტიგი (20 ქ. 5 მ. 7 პ.), ჰორფორდი (13 ქ. 7 მ.), შრედერი (9 ქ. 3 ჩ.)
ანგარიში სერიაში: 2:4