აწმყო მომავლის წინააღმდეგ – კობი ბრაიანტისა და მაიკლ ჯორდანის პირველი შეტაკება

თარიღი: მარტი 24, 2015

წარმოგიდგენთ 2002 წელს გამოცემული წიგნის „NBA-ში კობი ბრაიანტის სწავლის“ ერთ-ერთი პატარა ნაწილის თარგმანს, რომელშიც „შავი მამბას“ მაიკლ ჯორდანთან პირველ შეხვედრაა აღწერილი.

თავისი კარიერის განმავლობაში მაიკლ ჯორდანს თამაში ახალგაზრდა მოთამაშეების არაერთ თაობასთან მოუწია. ყოველი ამ მოთამაშის მოსვლასთან დაკავშირებით პრესა და გულშემატკივრები ბევრს საუბროდნენ, ისინი მუდმივად „ახალ მაიკლ ჯორდანს“ ეძებდნენ. საბოლოოდ, ეს სიტუაცია იმდენად სასაცილო გახდა, რომ ერთ ჩვეულებრივ შოუდ იქცა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია შექმნის დღიდანვე, პირველ რიგში, ბიზნესია. მაიკლის ლიგაში მოსვლამდე ყველას აინტერესებდა, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი ვარსკვლავი. ჯორდანის კარიერის ბოლოს ეს კითხვა უფრო გახშირდა.

1990 წლების დასაწყისში სამხრეთ კალიფორნიელ ჰაროლდ მაინერს „პატარა ჯორდანს“ ეძახდნენ. სამწუხაროდ, ამ კალათბურთელმა დაიჯერა, რომ მაიკლ ჯორდანის დონის კალათბურთელი გახდებოდა. „დეტროიტში“ პირველი სეზონის შემდეგ მაიკლის სახელს გრანტ ჰილსაც უკავშირებდნენ, თუმცა იგი უფრო სკოტი პიპენს ჰგავდა. ჰილის შემდეგ, 1996 წელს, ყურადღების ცენტრში ჯერი სტეკჰაუსი მოექცა, 1997 წლის დეკემბერში კი კობი ბრაიანტის ჯერი დადგა.

„ასეთი რამ ყოველწლიურად ხდება. შემდეგ სეზონში მსგავს სიტუაციაში სხვა კალათბურთელი მოექცევა. ეს მხოლოდ შოუს ნაწილია“, – აცხადებდა გრანტ ჰილი.

ამჯერად, ჯორდანმა საკუთარი თავი ბრაიანტს თავად შეადარა. შესაბამისად, ლოგიკური კითხვა გაჩნდა – რამდენად გაუძლებს კობი მაიკლთან დუელს? მაშინ ამ საუბრებმა „ჩიკაგოს“ გულშემატკივრები დააწყნარა. პიპენის გარეშე, რომელმაც 1997/98 წლების სეზონი ოპერაციისა და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ვერ დაიწყო, გუნდს შეტევაში სწრაფი გადასვლა აკლდა, რომელიც სკოტისა და დაცვის კარგი თამაშის გამო რთული იყო. შედეგად, „ჩიკაგომ“ სეზონის პირველი ექვსი კვირა ძალიან არასტაბილურად ჩაატარა და ქულებს დიდი გაჭირვებით აგროვებდა.

„ლეიკერსთან“ მატჩში „ჩიკაგომ“ საკმაოდ კარგად ითამაშა. პიპენის გარეშე გუნდს ლიგის მოგებისთვის ბრძოლა არ შეეძლო, თუმცა იმ შეხვედრამ მაყურებლებს დაანახა, რომ „ხარები“ ძლიერ მეტოქეებად რჩებოდნენ. ამაში კალიფორნიელები თამაშის დასაწყისში დარწმუნდნენ. ვან ექსელმა მოგვიანებით აღიარა, რომ ჯორდანს თვალებზე ეტყობოდა, რამდენად არ ეთანხმებოდა მატჩის წინ გავრცელებულ პროგნოზებს. „ბულზი“ თამაშის ტემპს აკონტროლებდა, მეტოქეს სწრაფად შეტევაში გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. დამატებით გულშემატკივრებს ჯორდანისა და ბრაიანტის საინტერესო დუელის ნახვის საშუალებაც ჰქონდათ.

მატჩის სტატისტიკა

„მაიკლს ასეთ სიტუაციები ძალიან უყვარს. ბრაიანტი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეა, რომელმაც მომავალში, შესაძლოა, მისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, მაიკლი ახლა მას არაფერს დაუთმობს. მაშინ მოედანზე იგი ამის დასამტკიცებლად გავიდა“, – რონ ჰარპერი, რომელსაც 1980-იანი წლების ბოლოს ჯორდანის შესაძლო შემცვლელებს შორის მოიაზრებდნენ, სანამ მუხლის ტრავმამ მას თამაშის მანერა არ შეაცვლევინა.

მიუხედავად იმისა, რომ ის შეხვედრა „ჩიკაგომ“ 21 ქულით მოიგო, მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირება მეტად საინტერესო გამოდგა – ჯორდანმა 36 ქულა დააგროვა, ხოლო ბრაიანტმა იმ მომენტისთვის საუკეთესო კარიერულ მაჩვენებელს – 33 ქულას მიაღწია. ორივე კალათბურთელი ბრწყინვალე მომენტებით, პოზიციური თამაშითა და დანკებით გამოირჩა.

„ახალგაზრდობისას ენერგიას მეც ასე ვხარჯავდი. სასიამოვნოა, კობისნაირი ბიჭების წინააღმდეგ თამაში. სასიამოვნოა, რომ მისი გაჩერება დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე შევძელი.

სიტუაცია შექმნილი საუბრების გამო ცოტა რთული იყო. ამ ატმოსფეროზე თვალის დახუჭება და კობისთან ერთი-ერთზე თამაშზე უარის თქმა რთული იყო. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მომეჩვენა, რომ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, მაგრამ თავის შეკავება მოვახერხე. ყოველი მომენტის შემდეგ მისთვის პასუხის გაცემა და ბურთის კალათში ჩაგდება მინდოდა. ეს ნორმალურია. ასეთ შემთხვევებში, თვითდისციპლინაა საჭირო, რათა გუნდური თამაში ინდივიდუალურ თამაშში არ გადავიდეს. პრიორიტეტების შესახებ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“, – იხსენებს ჯორდანი.

მაიკლმა იმ შეხვედრაში კალიფორნიელთა თამაშზეც ისაუბრა:

„ვფიქრობ, მსგავსი გამოწვევისთვის მზად ვარ, რადგან ამ თამაშის შესახებ ყველაფერი ვიცი. რაც შეეხება დაცვას, შევეგუე იმ ფაქტს, რომ მსგავსი მანერის კალათბურთელის წინააღმდეგ ვთამაშობდი“, – აღიარა მაიკლმა.

ერთადერთი მინუსი, რომელიც ჯორდანმა ბრაიანტის თამაშში აღნიშნა, მისი დაცვაში დაშვებული შეცდომებია.

„მაიკლის წინააღმდეგ თამაში მხიარული იყო. მე მხოლოდ გამოწვევა მივიღე. მე მის წინააღმდეგ დაცვაში საიმედოდ თამაში ყოველთვის მინდა“.

იმ მატჩში ჯორდანი კობის ჰაერში თამაშითაც აღფრთოვანებული დარჩა: „მე სკოტის ვკითხე კიდეც, ჰაერში ოდესმე ასე კარგად ჩვენც თუ გვითამაშია“.

ამ დუელის გამო მაიკლ უცნაური გრძნობები დაეუფლა: „ვიგრძელი, რომ მათ ადგილას ვიყავი, ვინც ჩემ წინააღმდეგ თამაშობდა. კობიმ კარგად აჩვენა, რომ თამაშზე მოქმედებდა. ქულების დაგროვების ბევრი ვარიანტი იყო. თუმცა, მას ინდივიდუალურ და გუნდურ თამაშს შორის ბალანსის პოვნა მოუწევს, რაც მე მის ასაკში გამომივიდა“.

ალბათ, ეს კალათბურთის ერთ-ერთი რთული ნაწილია. ჯორდანის წინააღმდეგ თამაში, ზოგჯერ, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რადგან ყოველი მომენტი მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა. ეს რთული იყო, პირველ რიგში, მეტოქის დაცვის თამაშის წაკითხვას ვცდილობდი. მათ აშკარად სურდათ, რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად მესროლა“, – აღნიშნა კობიმ.

„როგორც ლიგის ახალწვეულს, მას უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, მაგრამ იგი ყველაფერს გაუმკლავდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მის ანგარიშზე მთლიანი სეზონია. მან ადაპტაცია სწრაფად გაიარა და წელს ვერაფრით გააკვირვებ. მის გვერდით ყოფნას და მოედანზე არსებული სიტუაციის ახსნას ყოველთვის ვცდილობ“, – აღნიშნა „ლეიკერსის“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლერი დრიუმ.

მატჩის ბოლო მეოთხედში კობი მაიკლთან მივიდა და მისი სტატუსის შესახებ ჰკითხა: „იგი ჩემი თამაშით ინტერესდებოდა და მოძრაობების შესახებ მკითხა. ამან ოდნავ შოკში ჩამაგდო, თავი მოხუცად ვიგრძენი. ვუთხარი, რომ სროლის დროს დამატებით მოძრაობებს ვიყენებ, რათა მეტოქის მოძრაობა დავინახო“.

ჯორდანმა თქვა, რომ ბრაიანტისთვის მთავარი სირთულე იმის რეალიზაცია იქნება, რაც მან სხვებისგან ისწავლა. კობიმ თავის ცხოვრებაში მამის როლი აღნიშნა, რომელიც მას ბოლომდე ბრძოლას ასწავლიდა. საინტერესოა, რომ იმ საღამოს ჯო ბრაიანტი ჩიკაგოში სპეციალურად ჩავიდა, რათა შვილის თამაში ენახა. შეხვედრის შემდეგ მან კობის კალათბურთი დადებითად შეაფასა.

234

ჩიკაგოელი ჟურნალისტები კობის ყოფაქცევით გაოგნებულნი დარჩნენ. კამერების წინ მისი სიმშვიდე კარგის ნიშანი იყო. ასევე, იგი ჯორდანთან შედარებებს ყურადღებას არ აქცევდა.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ექიმი ჯეი ლიგაში მოვიდა, მას ელჯრინ ბეილორს ადარებდნენ. შემდეგ მაიკლსა და დოკსაც ადარებდნენ. ხალხი შედარებას გააგრძელებს, ეს ბუნებრივია. მე მხოლოდ საკუთარი თამაშის ჩვენებას გავაგრძელებ“.

შესაძლოა, იმ შეხვედრაში კობისთვის დეტალების გაგება მთავარი იყო. მეორე მეოთხედში ჯორდანმა ბრაიანტი მოატყუა და მას თამაშის წესის დარღვევა აიძულა. ეს ვეტერანის მხრიდან ახალბედა კალათბურთელისთვის კარგი გაკვეთილი იყო. თუმცა, ბრაიანტმა მას მაშინვე თავისი სროლით უპასუხა.

„თამაშის აზრი სწორედ ამაში გამოიხატება – როდესაც ვინმე ბურთს ჩაგიგდებთ, ვალდებულნი ხართ, ის თავის ნახევარზე ათამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი დიდებულია, ის უბრალო კალათბურთელი იყო. როდესაც ის მოედანზეა, რასაკვირველია, მის წინააღმდეგმ მაქსიმალურად კარგად გამოსვლა გინდათ. მთელი გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობას, რაც ძალიან მომწონს. მისი მოძრაობების დაჭერა და ზოგჯერ მათი განმეორებაც ვცადე. მას დიდი ცოდნა გააჩნია, რომლითაც არ იბადებიან. NBA-ში უბრალოდ მოხვედრა საკმარისი არ არის, ყველა მოქმედების დაწვრილებით შესწავლა აუცილებელია. თანაც, ამ შემთხვევაში არა ფიზიკული მხარე, არამედ მენტალური მიდგომა იგულისხმება. თუ ნიჭი გაგაჩნიათ, ჩათვალეთ, რომ წარმატებისთვის ყველაფერი გაგაჩნიათ“.

თუ ხსენებული მხარეები არ გაქვთ, მაშინ დიდებული ჯორდანის სიტყვები აუცილებად უნდა გაიხსენოთ: „დარჩით აგრესიულები“. კარიერაში არაერთი სირთულის დროს ბრაიანტს სწორედ ეს სიტყვები ახსენდებოდა…



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა