ბათუმმა შსს-ს სერია 3:1 მოუგო

თარიღი: მაისი 5, 2014

“ბათუმი” ნახევარფინალშია. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა აჭარულმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში 84:69 დაამარცხა “შსს-აკადემია” და საერთო ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

თბილისში აკადემიელთა ორჯერ დამარცხების შემდეგ “ბათუმი” აჭარაში იმ იმედით დაბრუნდა, რომ ორიდან ერთ შეხვედრას მაინც მოუგებდა მეტოქეს და ასეც მოხდა. ბათუმელებმა საწადელს მეორე მატჩში მიაღწიე. გუშინ შსს-ელებთან 72:78 დმარცხების შემდეგ დღეს უფრო მობილიზებულად ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. მასპინძლები მცირედით ლიდერობდნენ, შსს-ელები ბათუმელებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმდა დიდი შესვენების შემდეგ კვანძი გაიხსნა. “ბათუმის”კალათბურთელებმა შედეგიანად ითამაშეს – კემერონ მაკკევრის, ჯუნიორ ქედუგინის და ჯერემი სეფოლდის ქულებით მესამე მეოთხედი 24:13 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით – 61:45 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტი ათწუთეული კვლავ ბათუმელთა უპირატესობით განახლდა და ნიკა რამიშვილის მიერ ზედიზედ ჩაგდებული 4 ქულის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობამ 24 ქულას მიაღწია – 70:46. თამაშის დასრულებამდე 7:45 წუთი რჩებოდა და ამ დროში ამხელა ჩამორჩენის აღმოფხვრა არარეალური იყო.

საბოლოოდ “ბათუმი” მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მასპინძლებს 23 ქულით და 7 პასით ქედუგინმა ულიდერა, 16-16 ქულა დააგროვეს რამიშვილმა და მაკკევრიმ, ხოლო ჯერემი სეფოლდის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ფარქვეშ აქტიურობდა ავთანდილ ელიაშვილი, რომელმაც ბურთი 13-ჯერ მოხსნა. აკადემიელთგან 22 ქულით პერიშ ბრაუნი გამოირჩა, 13-13 ქულა კი ლევან ფაცაციამ და მილე ილიჩმა დააგროვეს. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულას 14 მოხსნაც დაამატა.

მაშ ასე, 4-დან 3 ნახევარფინალისტი ცნობილია. ფინალში გასასვლელ სერიაში, რომელიც 9 მაისს დაიწყება, “ბათუმი” “დინამოს” დაუპირისპირდება. “არმია” კი მეტოქეს “ქუთაისისა” და “სოხუმის” დაპირისპირებიდან ელის. სერიაში ანგარიში 2:2-ია და გადამწყვეტ მატჩს 6 მაისს ქუთაისი უმასპინძლებს.

 

მატჩიშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): რაც გუშინ ვერ გააკეთეს ბიჭებმა, დღეს შეძლეს.  დიდი ბრძოლა იყო და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჩვენი გუნდის იდეალური თამაში  სერიის პირველი მატჩის შემდეგ. ქართველმა კალათბურთელებმა  ჩინებულად იასპარეზეს და ყველამ კარგად გააკეთა თავისი საქმე. მადლობა ჩემს გუნდს და გულშემატკივარს, რომელმაც დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო შეგვიქმნა და თამაში გაგვილამაზა.

არჩილ ჟღენტი (შსს  აკადემიას მთავარი მწვრთნელი): გუშინდელი თამაშის შემდეგ 4 მოთამაშე გვყავდა ტრავმირებული – პერიშ ბრაუნი, რევაზ როგავა,  ლევან ფაცაცია და ილია ლონდარიძე. ჩვენი გუნდის ექიმებმა ყველაფერი  გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ.

რაც შეეხება თამაშს, მე პირადად ასლან აბაშიძის დროს „ბასკოს“ თამაშები გამახსენდა, იმდენად  ცუდი მსაჯობა იყო (ეს არ ეხება მაკა კუპატაძეს).  მივულოცავ „ბათუმს“ და წარმატებებს ვუსურვებ.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა