ბერიშვილის სასტარტო და მარცხი “ტაიფუნთან”
მიხეილ ბერიშვილის „ზლატოროგმა“ სლოვენიის მიმდინარე ჩემპიონატში პირველიმარცხი განიცადა. ლაშკოელებმა თავისავით დაუმარცხებელ „ტაიფუნს“ უმასპინძლეს და შეხვედრა 77:86 დათმეს.
ბერიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:26 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 1-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 5 ქულასთან ერთად ბერიშვილმა 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთიკიერთხელ დაკარგა. მასპინძელთა გუნდში 18 ქულით ბომბარდირი მიჰა ლაპორნიკი გახდა.
„ზლატოროგმა“ პირველი მეოთხედი 17:13 მოიგო, რის შემდეგაც მომდევნო პერიოდები დათმო და საბოლოოდ მარცხი განიცადა. გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო სტანკო სებიჩი გახლდათ.
„ზლატოროგმა“ ლიდერეობა „ტაიფუნს“ გადაულოცა და 3 მოგებითა და 1 მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ბერიშვილის გუნდი 8 ნოემბერს, სტუმრად მარიბორთან გამართავს.
gbf.ge