ბესიკ ლიპარტელიანი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოს კალათურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მოქმედმა პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა, გუშინ კალათბურთის ფედერაციის ოფისში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩვნებში მონაწილეობას არ მიიღებს. გთავაზობთ ლიპარტელიანის განცხადებას:
2013 წლის 11 დეკემბრის კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, მსურს გავაკეთო შემდეგი განცხადება:
2001 წლის ბოლოდან დღევანდელ დღემდე გახლავართ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
არ შევუდგები ამ პერიოდის განმავლობაში ფედერაციის საქმიანობის შეფასებას, რადგან აღნიშნული საქმიანობის მთავარი მსაჯული, პირველ რიგში, საკალათბურთო საზოგადოება და გულშემატკივარია.
მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციას, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა ქართული კალთბურთის საკეთილდღოდ: ჩემს თანაგუნდელებს, ფედერაციის თანამშრომლებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებს, სამსაჯო კორპუსს, სამედიცინო პერსონალს, ვეტერან კალათბურთელებს, სახელმწიფო მოხელეებს, სპონსორებს, გულშემატკივრებს.
მათი შრომა და თანადგომა ქართული კალათბურთის მიმართ იყო უმნიშვნელოვანესი და ძალზედ ფასეული ამ რთული წლების განმავლობაში.
ვაცხადებ, რომ 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კლათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იქნას არჩეული მხოლოდ საკალათბურო საზოგადოების მიერ.
ამ უმთავრესი პრინციპის გამო, მე, როგორც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და გამგეობის თავმჯდომარე, ფედერაციის გამგეობის სხვა წევრებთან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, მოვამზადოთ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის თავისუფალი და დემოკრატიული გარემო, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკალათბურთო საზოგადოების აზრები და ხედვები.
სწორედ ამ მიზნით გაიმართა ფართომასშტაბიანი შეხვედრები საკალათბურთო საზოგადოებასთან და მათიაზრები იქნება მაქსიმალურად გათვალიწინებული. ამა წლის 15 ნოემბერს ფედერაციის გამგეობა დაასახელებს პრეზიდენტის არჩევის წესს და დელეგატთა ვინაობას.
ჩემი განცხადებით, რომ მე არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, აბსოლუტურ თავისუფლებას ვანიჭებ ფედერაციის გამგეობას, რათა მათ ობიექტურად შეძლონ ღირსეული დელეგატების ვინაობის დასახელება, რომლებიც იქნებიან ამ ეტაპზე ქართული საკალათბურთო საზოგადოების აზრის ობიექტურად გამომხატველნი.
GBF.GE