ბითაძეს და მის თანაგუნდელებს “ცრვენა ზვეზდას” ფანები თავს დაესხნენ – “ბუდუჩნოსტი” სათამაშოდ არ გამოდის
დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე ბელგრადში ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი უნდა დაწყებულიყო. სერბულ “ცრვენა ზვეზდას” საკუთარ კედლებში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტისათვის” უნდა ემასპინძლა, თუმცა შეხვედრა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
საქმე იმაშია, რომ “ბუდუჩნოსტი” გასახურებლად პარკეტზე გამოვიდა, გახურების დროს კი ინციდენტი მოხდა. სერბული მედიის ცნობით, “ბუდუჩნოსტის” ერთ-ერთ ლიდერს ნორის კოულს ადგილობრივ გულშემატკივართან შელაპარაკება მოუვიდა, რამაც სერბი ფანები კიდევ უფრო გააღიზიანა. რამდენიმე მათგანი პარკეტზე შეიჭრა და მოთამაშეებს თავს დაესხნენ. ამავდროულად, ტრიბუნაზე მყოფმა ფანებმა “ბუდუჩნოსტის” მოთამაშეებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს. გოგა ბითაძეს თავში წყლის ბოთლი მოხვდა, ნემანია გორდიჩს კი სკამი ესროლეს.
“ბუდუჩნოსტის” კალათბურთელებმა გასახდელში დაბრუნდნენ. ისინი პარკეტზე ჯერ კიდევ არ გამოსულან. ჯერ-ჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა მატჩი.
აღსანიშნავია, რომ “ცრვენა ზვეზდას” ფანები მონტენეგრული კლუბის მოთამაშეებს ჯოჯოხეთურ გარემოს სასტუმროშიც და დარბაზის სიახლოვესაც უქმნიდნენ.
Samo muda! Bravo @pg30_Cole !!! pic.twitter.com/sLesf2dZNJ
— Darko Markišin (@skockopg) April 22, 2019
Izlazak košarkaša Budućnosti na zagrevanje, a umesto njih navijači sa počasnih mesta su šutirali na koš. pic.twitter.com/exQvUdBIz6
— Sport Klub (@sportklub) April 22, 2019
Ok. Ciglom? Ahahahahhaha. Junaci pic.twitter.com/7bgGQeReL6
— Darko Markišin (@skockopg) April 22, 2019