Black Mamba – ალტერ ეგო, რომელიც კობი ბრაიანტმა თავის გადასარჩენად შექმნა
მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის, ტრაგიკულ გარდაცვალებას გლოვობს. კვირა საღამოს გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი სამყარო შეძრა. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც გაირკვა, რომ ავიაკატასტროფას კობისთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანაც ემსხვერპლა.
#MambaOut! – სოციალური ქსელი ამ მარტივი ჰეშთეგის გარშემო ერთიანდება, რომელშიც კობი ბრაიანტის ზედმეტსახელი ფიგურირებს. შესაძლოა, ბევრი ცნობდეს ამ ზედმეტსახელს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ის თავად კალათბურთელისთვის.
2015 წელს კობის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმში ლეგენდა თავად აღნიშნავს, რომ შავი მამბა არის ალტერ ეგო, რომელიც მან თავის გადასარჩენად შექმნა.
საქმე ის გახლავთ, რომ 2003 წელს კობი ბრაიანტს 19 წლის კოლორადოელი გოგონას გაუპატიურებაში დებდნენ ბრალს, რაც, ბუნებრივია, საშინლად მოქმედებდა კალათბურთელის ფსიქოლოგიაზე.
“მოწოდების სიმაღლეზე მყოფი კალათბურთელიდან ისეთ ადამიანად ვიქეცი, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. მესმოდა, მესმოდა რას ამბობდა ხალხი ჩემზე და ყველაფერი გულზე მხვდებოდა.
ყველაფერი უნდა განმეცალკავებინა. ყველაფერი ერთბაშად დამატყდა თავს. ყოველივე ეს ძალიან ძალიან დამაბნეველი ხდებოდა. თავი ხელში უნდა ამეყვანა, სწორედ ამიტომაც შევქმენი Black Mamba,” – აცხადებს კობი ზემოხსენებულ ფილმში.
შემდეგში ბრაიანტი განმარტავს, რომ “კობის” დავალება ყველა პირადი პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა იყო, Black Mamba კი ყველაფერს პარკეტზე აგვარებდა.
2011 წელს ბრაიანტმა და Nike-მა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე სარეკლამო რგოლი შექმნეს, სადაც შავი მამბარს თავისებურებებია გამოხატული.