„ბრუკლინ ნეტსი“ და „სან-ანტონიო სპურსი“ პლეი-ოფის შემდეგ რაუნდში გავიდნენ
გუშინ, საღამოს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის პირველი რაუნდის ორი გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა.
ტორონტოში „რეპტორსმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო და მხოლოდ ერთი ქულით დამარცხდა.
საუკეთესი კანადელთა რიგებში ლაური იყო, რომელმაც 28 ქულა დააგროვა. რაც შეეხება მასპინძლებს, მათი რიგებდან საუკეთესო შედეგით ჯონსონი გამოირჩა.
„ტორონტო რეპტორსი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 103:104 (28:26, 25:35, 20:20, 30:23)
„რეპტორსი“: ლაური (128 ქ. 7 მ.), ჯონსონი (20 ქ. 10 მ.), დეროზანი (18 ქ. 6 პ.), პატერსონი (16 ქ. 8 მ.), როსი (11 ქ.)
„ნეტსი“: ჯონსონი (26 ქ.), ტორნტონი (17 ქ. 6 მ.), უილიამსი (13 ქ.), გარნეტი (12 ქ. 11 მ.), პირსი (10 ქ.), ლივინგსტონი (10 ქ.)
ანგარიში სერიაში: 3-4
დიდი ანგარიშით იმარჯვა „სან-ანტონიო სპურსმა“, რომელმაც „დალას მავერიკსთან“ სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში 23-ქულიანი მოგება იზეიმა.
„სან-ანტონიო სპურსი“ – „დალას მავერიკსი“- 119:96 (35:23, 33:23, 26:22, 25:28)
„სპურსი“: პარკერი (32 ქ.), ჟინობილი (20 ქ. 5 პ. 6 ჩ.), გრინი (16 ქ.), დანკანი (15 ქ. 8 მ.), ლეონარდი (15 ქ. 8 მ.), დიაო (8 ქ. 7 მ. 5 პ.)
„დალას მავერიკსი“: ნოვიცკი (22 ქ. 9 მ.), ჰარისი (17 ქ.), ელისი (12 ქ.), კარტერი (10 ქ.), ბლეირი (8 ქ. 5 მ.)
ანგარიში სერიაში: 4-3