ბურჯანაძის 12 ქულამ “ლეიმას” “ლეიდასთან” ვერ უშველა.
ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტმა“ სტუმრად „ლეიდას“ ბოლო მეოთხედი 32:14 მოუგო, მაგრამ ამის მიუხედავად საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ქართველი ფორვარდის ჩინებული თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად.
ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე ბურჯანაძის გუნდმა „ლეიდასთან“ ბრძოლაში – 65:69 წააგო. როგორც აღვნიშნეთ, ლაკორუნიელებმა ბოლო პერიოდი 18 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბურჯანაძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 32 წუთი გაატარა. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ მას 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაუგროვდა, რაც მწირექულიან მატჩში საკმაოდ მაღალი შედეგია.
„ლეიმა ბასკეტს“ 15 ტურის შემდეგ 7 გამარჯვება აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 9 იანვარს, „ლეიმა ბასკეტი“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.
gbf.ge