ბურჯანაძის 19 ქულა “ლეიმა ბასკეტს” გამარჯვებისთვის არ ეყო
ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის გუნდში გადასვლა ბექა ბურჯანაძისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ახალგაზრდა ქართველს უმაღლეს ლიგაში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ქვედა ლიგაში კი მას ათამაშებენ და ბექა ამართლებს კიდეც. გასულ ტურში ის თავის გუნდში ბომბარდირი იყო, თუმც ლაკორუნიული „ლეიმა“ წაგებას მაინც ვერ ასცდა.
ბურჯანაძის გუნდმა სტუმრად „უესკას“ ეთამაშა და 73:83 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა ბურთიც ერთხელ დაკარგა. ბექმ 8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგიანობის კოეფიციენტით ის ოდნავ ჩამორჩა თანაგუნდელ ხესუს კასტროს.
ბურჯანაძის კლუბმა 15-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 1ნოემბერს, ისევ სტუმრად, “ბრეოგანთან” ჩაატარებს.