ბურჯანაძის “კახასოლმა” სანიკიძის “სარაგოსა” დაამარცხა
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე 2 ქართველის გუნდი გასულ ტურში ერთმანეთს შეხვდა. ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა” ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსას” უმასპინძლა და იოლი გამარჯვება მოიპოვა – 79:59.
20 წლის ბექა ბურჯანაძეს კახასოლელთა შემადგენლობაში არ უთამაშია, თუმცა მატჩის განაცხადში ირიცხებოდა. სანიკიძეს რაც შეეხება, ის სარაგოსელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:37 წუთი გაატარა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველმა ფორვარდმა მთლიანობაში 6 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
15 მოგებითა და 10 მარცხით “სარაგოსა” მე-6 ადგილზე რჩება, ხოლო “კახასოლს” 25-დან13 მოგება აქვს და მე-8-ზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 6 აპრილს, ორივე ქართველის გუნდი გრანდს ეთამაშება: “კახასოლი” “რეალს” უმასპინძლებს, “სარაგოსა” კი “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
gbf.ge