ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი და სანიკიძის მარცხი
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა – 19 წლის ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს, პრიმერადივიზიონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა სევიელელთათვის საკმაოდ პრინციპულ მატჩში თავი გამოიჩინა და “კახასოლს” “გრან კანარია” დაამარცხებინა – 73:60.
ამ გამარჯვებით “კახასოლი”ესპანეთის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის აღმოჩნდა. სწორედ 8 მოწინავე გააგრძელებს ჩემპიონატისთვის ბრძოლას, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან.
ბურჯანაძემ მოედანზე 13:03 წუთი გაატარა და მასპინძლებს 7 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. ბექამ 2-ვე ორქულიანი და2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, შეცდომა არ დაუშვია და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“კახასოლმა” 13 მარცხის წილ მე-14 მოგება მიითვალა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. ბურჯანაძის კლუბისსაპლეიფო პოზიციიდან გამოძევების შანსი ბადალონას “ხუვენტუტს” აქვს, რომელიც მიმდინარე ტურში ვიქტორსანიკიძის “სარაგოსას”უმასპინძლებს.
დღეს პრიმერადივიზიონის მორიგი მატჩი გამართა ვიქტორ სანიკიძეის “სარაგოსამ”. სარაგოსელები სტუმრად “ხუვენტუდს” შეხვდნენ და უიმედო მარცხი იწვნიეს – 57:82. სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში, 22 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 8 ქულით, 7 მოხნით და 1 ჩაჭრით შეეწია. ქართვემა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
თანაგუნდელების უნიათობის ფონზე სანიკიძის შედეგი სარაგოსელთა შორის საუკეთესო იყო, ოღონდ სარაგოსელ მიხაელ როლთან ერთად. ამ უკანასკნელმა სანიკიძის დარად 12 ერთეული მარგი ქმედების კოეფიციენტი დააგროვა.
16 მოგებითა და 11 მარცხით “სარაგოსა” “გრან კანარიასთან” ერთად 5-6 ადგილებს იყოფს.
gbf.ge