ჩხუბი რუსთაველ და ქუთაისელ ფანებს შორის (ვიდეო)
18 მაისს, საქართველის საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში “ქუთაისი 2010”-მა სტუმრად “რუსთავი” 74:63 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
მეორე მეოთხედის მიწურულს, იმერული კლუბის მწვრთნელი, კოტე ტუღუში არბიტრმა დავით ბერეკაშვილმა პროტესტის გამო ტექნიკურით დააჯარიმა. დარბაზის დაცვის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ მსაჯსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იწყებოდა და ვითარების განსამუხტავად ტუღუშთან მიიჭრა, რომელსაც ბექა წივწივაძე გამოესარჩლა, რის შემდეგაც კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა.
გულშემატკივართა ნაწილი ტრიბუნებიდან პოლიეთილენის ბოთლებსა და სხვადასხვა საგნებს ისროდა, ნაწილი კი მოედანზე გადავიდა. მსაჯებმა თამაში შეწყვიტეს. მატჩის ორგანიზატორებმა და რუსთავის მერიამ თამაშის გულშემატკივრების გარეშე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. მაყურებლებმა დარბაზი დატოვეს და დაახლოებით 40-წუთიანი პაუზის შემდეგ მატჩი განახლდა.
ამავდროულად, ინტერნტეტსივრცეში გავრცელდა კადრები, რომელშიც რუსთავში რუსთაველ და ქუთაისელ ფანებს შორის მომხდარი ჩხუბის კადრებია აღბეჭდილი.