“დეტროიტი” ზაზა ფაჩულიასთან ერთად იგებს – 28 წუთი და დომინირება “ჰიტის” ფარზე (ვიდეო)
“დეტროიტის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაბრუნების შემდეგ კარგ სათამაშო ფორმაში შევიდა და გუნდის გამარჯვებებში დიდი წვლილი შეაქვს. დღეს გამთენიისას “დეტროიტმა” “მაიამი” მიიღო და 98-93 დაამარცხა.
ფაჩულიამ დრამონდის ტრავმიდან გამომდინარე 28 წუთი მიიღო და 2 ქულა, 9 მოხსნა (4 მეტოქე), 2 ჩაჭრა და ასისტი გააკეთა. “ჰიტის” ცენტრები მის წინააღმდეგ მეტად უსუსურად გამოიყურებოდნენ და ზაზამ ბლეიკ გრიფინთან ერთად ვაიტსაიდი, ოლინიკი და ადებაიო შეაჩერა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გრიფინი დასახელდა, რომელმაც 31 ქულა, 11 მოხსნა და 9 ასისტი შეასრულა. “მაიამიდან” ლეგენდარულ ვეიდს 20 ქულა (10-14), 8 ასისტი და 4 მოხსნა ჰქონდა.
ფაჩულიას დაბრუნების შემდეგ “ცუდმა ბიჭებმა” ზედიზედ მე-2 შეხვედრაში იმარჯვეს და შემდეგ თამაშში 20 იანვარს დილის 4 საათზე საკრამენტოს “მეფეების” წინააღმდეგ ექნებათ.