“დინამო” ნახევარფინალში გავიდა
თბილისის სპორტის სასახლემ დღეს სუპერლიგის მეოთხედფინალური პლეიოფის მატჩს უმასპინძა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ „მგზავრები-არმია“ და თბილისის „დინამო წარსდგნენ. შეგახენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ორი დაპირისპირება მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა და ნახევარფინალში გასასვლელად ხოშტარიას გუნდს მხოლოდ ერთი გამარჯვება სჭირდებოდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა კიდეც.
ნათელი იყო, რომ ბრძოლის გასაგრძელებბლად უკანასკნელ შანსს „მგზავრები“ იოლად არ დათმობდნენ და ნომინალურმა მასპინძლებმაც აქტიურად დაიწყეს და გაცილებით გამოცდილ მეტოქეს თანაბრად ეთამაშებოდნენ. „დინამომ“ მცირე უპირატესობა მხოლოდ პირველი მეოთხედის ბოლოს მოიპოვა, როცა წინ 6 ქულით გაიჭრა, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 1 ქულიანი სხვაობით, 36:35 დასრულდა „დინამოს“ სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედში პირველის მსგავსად „დინამო“ კვლავ გააქტიურდა და ისევ 6 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „მგზავრებმა“ ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ დაწინაურებაც მოახერხეს და დასკვნითი მეოთხედი 3 ქულიანი უპირატესობით დაიწყეს.
მეოთხე პერიოდი ყველაზე დაძაბული და ემოციური გამოდგა. გუნდები მონაცვლეობით გადიოდნენ წინ, თუმცა საბოლოოდ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება წყვილის ფავორიტმა, „დინამომ“ შეძლო და შეხვედრა 11 ქულიანი უპირატსობით 83 -72 მოიგო. გადამწყვეტი საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ბაბუნაშვილის შედეგიანი მონაკვეთი გახდა, რომელმაც ჯერ 3 ქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი ეფეფქტრუქი 2 ქულით დაეხმარა საკუთარ გუნდს და მეტოქემაც ამ დარტყმის შემდეგ გონს მოსვლა ვეღარ შეძლო.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „დინამოს“ კალათბურთელი, ილია ლონდარიძე გახლდათ, რომელმაც 24 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. 11 ქულითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით ტრადიციულად შედეგიანი იყო დინამოელთა კაპიტანი, ლაშა გამყრელიძე.