დინამო ნახევარფინალშია

თარიღი: მაისი 3, 2014

სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. დღეს, თბილისის “დინამომ” 1/4-ფინალის მესამე შეხვედრაშიც მოახერხა “ოლიმპის” დამარცხება.

დღევანდელმა შეხვედრამ სრულად ასახა სერიაში არსებული მდგომარეობა. ხოშტარიას გუნდმა იოლად დაამარცხა მეტოქე. მატჩის ბედი ფაქტობრივად პიველ ნახევარში გადაწყდა. “დინამოს” უპირატესობა 30-ქულას სცილდებოდა და ბუნებრივია, რომ მატჩს დარჩენილ დროში არანაირი ინტრიგა აღარ ჰქონდა. მეორე ნახევარში მწვრთნელებმა ყველა მოთამაშეს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.

“დინამოს” მხრიდან ლეგიონერები, ქიან კარტერი და სტევენ მილოშევიჩი გამოირჩეოდნენ. კარტერტმა 19 ქულას 9 მოხსნა დაუმატა, ხოლო მილოშევიჩმა 14 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს და ფარიდან ასხლეტილი ბურთი ასევე 9-ჯერ მოხსნა. “ოლიმპის” შემადენლობიდან საუკეთესო ნოდარ გოგოძე იყო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულაა.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენი მინიმუმი პროგრამა ნახავრფინალში გასვლა იყო და ეს გამარჯვება უკვე დავიწყებული გვაქვს. ველოდებით ჩვენს მეტოქეს ნახევარფინალში, სადაც, რა თქმა უნდა, გაცილებით რთული თამაშები გვექნება.  ორივე ძლიერი გუნდია და  ვერ გეტყვით რომელს ვისურვებდი. თუ მოგება გვინდა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ.

 

დავით თორთლაძე (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): დაველოდებით ჩვენც მოწინააღმდეგეს პლეი აუტში. წელს ჩვენი მიზანი არ ყოფილა არც 4-ეულში შესვლა და არც ჩემპიონობა, ჩვენ სხვა კუთხით დავსახეთ გეგმები და ვფიქრობ ეს უფრო წაადგება კალათბურთის განვითარებას. ვგულისხმობ  ბავშვთა სკოლებს, რომელიც წელს წამოვაყალიბეთ. სეზონის დასაწყისში, დუდუ დადიანის ტურნირისთვის ჩვენს გუნდს გარკვეული სახე  ჰქონდა, მაგრამ შემდეგ  დავსუსტდით – რიჩარდ მათიაშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ლაშა  ფარღალავამაც დატოვა ჩვენი გუნდი. ამ ყველაფრის შემდეგ ფაქტიურად  ვერ ამოვისუნთქეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვეცდებით  5-8 ადგიებისთვის მაინც ვიბრძოლოთ.

IMG_2618IMG_2606IMG_2596IMG_2564IMG_2525IMG_2520IMG_2523IMG_2504IMG_2490IMG_2489IMG_2476IMG_2451IMG_2441IMG_2365IMG_2345IMG_2352IMG_2314IMG_2330IMG_2354IMG_2656

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა