“დინამო” ქულების დაკარგვას განაგრძობს
განახლდა საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე წრე. ტურნირის ლიდერი თბილისის “დინამო” სტუმრად ეწვია ფოთის “კოლხეთს” და ფრე 1-1 ითამაშა.
სტადიონთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ფოთელებმა საშინაო შეხვედრა სამტრედიაში გამართეს.
მატჩი საკმაოდ ნელ ტემპში წარიმართა.დედაქალაქელები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორულ უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტს ვერ ქმნიდნენ.აღსანიშნავი იყო “დინამოელთა” რიგებში 17 წლის დავითაშვილის გამოჩენა.სწორედ ამ უკანასკნელის აქტიურობის შედეგად დაინიშნა 38-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი, მაგრამ ბექა მიქელთაძეს “კოლხეთის” მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილმა აჯობა.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო მოსაწყენი გამოდგა, მაგრამ მატჩის ბოლო 10 წუთში მაყურებელმა,საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იხილა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მატჩის 81-ე წუთზე იგორ ბროვკომ ფოთელები დააწინაურა. “კოლხეთის” გააზრებული გადაცემების შემდეგ ბურთი უკრაინელ ლეგიონერს მიუვიდა და შორეულ “ცხრიანში” ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. თუმცა წონასწორობა “დინამომ” მალევე აღადგინა,რამდენიმე სვლიანი კომბინაციის შემდეგ ბურთი ბექა ქავთარაძეს მიუვიდა, რომელმაც თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდი სენსაციური მარცხისაგან იხსნა.
ფოთის “კოლხეთი” სასტარტო შემადგენლობა :26. კონსტანტინე სეფიაშვილი (C), 6. ამოს ნონდი ,7. შოთა კერძევაძე(იგორ ბროვკო 42),8. ლევან კაკულია,10. ალეკსანდრ დერებჩინსკი,14. გიორგი ჯანელიძე,(თამაზ შალიკაშვილი 76)17. თამაზ ჟიშკარიანი,18. ჯონ მაჩარია,77. დავით ბოლქვაძე,88. ვარლამ კილასონია,99. გიორგი ბუხაიძე
სათადარიგო:1. ნიკა შერმადინი,3. ალექსანდრე გურეშიძე,5. გიორგი ბერაია,23. სანდრო ბახია.
მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრ შტელინი
თბილისის “დინამო” სასტარტო შემადგენლობა:29. ნუკრი რევიშვილი,3. ლაშა თოთაძე,5. ლევან გეგეჭკორი,6. ბაქარ ქარდავა,7. გიორგი ზარია, 8.ოთარ კიტეიშვილი (C),9. ბექა მიქელთაძე,11. აკაკი შულაია(ხვიჩა კვარაცხელია 62),20. ლაშა სალუქვაძე,24. დავით კობოური,28. ზურიკო დავითაშვილი(ბექა ქავთარაძე 72)
სათადარიგო შემადგენლობა:1. სერგი ლიტოვჩენკო,2. ბოგდან მიშენკო,15. ლაშა ქოჩლაძე,27. გიორგი კუცია,32. ნიკა ნინუა
მთავარი მწვრთნელი:კახაბერ კაჭარავა
გაფრთხილება:დავით ბოლქვაძე,ლევან კაკულია,იგორ ბროვკო,გიორგი ბუხაიძე.