დინამომ ბათუმთან სერია მოგებით გახსნა

თარიღი: მაისი 9, 2014

გამარჯვებით დაიწყო ნახევარფინალური სერია თბილისის “დინამომ”, რომელმაც ლეგიონერებით გაძლიერებულ “ბათუმს” 68:57 სძლია. აჭარულმა გუნდმა  თამაში მძლავრად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ მოგების რეალურ შანსსაც ფლობდა, თუმცა მესამე პერიოდი ჩააგდო და შემდეგ ვითარება ვეღარ გამოასწორა.

რომ არა აჭარულ გუნდში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი, შესაძლოა, ბათუმელებს გამარჯვებაც მიეთვალათ. მეორე მეოთხედის შუაწელში სტუმართა გუნდის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ბათუმელთა ამერიკელი ფორვარდი ჯეიმი ჯექსონი თამაშიდან გააძევეს. ჯექსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ივანე მაისურაძეს. ამის შემდეგ ბათუმელებმა პირველი ტაიმი ჩაამთავრეს, დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ და გასახდელიდან დაბრუნებულებმა მანამდელი შემართებით ვეღარ ითამაშეს.

“დინამოს” ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ჩერნოგორიელმა სტევან მილოშევიჩმა თბილისელთა წარმატებაში დიდი წილი დაიდო. მესამე პერიოდი დინამოელებმა 23:8 მოიგეს, 11 ქულით დაწინაურდნენ და ბოლო პერიოდიც ისე ჩაამთავრეს, პრობლემა არ შექმნიათ.

გამარჯვებულებს მილოშევიჩმა 18 ქულითა და 21 მოხსნით ულიდერა. 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ქიან კარტერმა, ხოლო ბესო ლეჟავას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “ბათუმში: 14 ქულით ბომბარდირი ჯუნიორ ქედუგინი გახდა, 13 ქულა დააგროვა კემერონ მაკკეფრიმ, ნემანია მიშკოვიჩის ანგარიშზე კი 11 მოხსნა და 4 ქულა დაგროვდა.

ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მე-2 შეხვედრა ხვალ, 10 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): სერიაში 1:0 დავწინაურდით. რთული თამაში იყო და ამას ველოდით, ნახევარფინალებში ყოველთვის საინტერესო და დაძაბული მატჩებია. უკვე ვფიქრობთ ხვალინდელ თამაშზე, ვეცდებით, ძალები აღვიდგინოთ და იმავე შემართებით გავიდეთ, როგორც დღეს. მეტოქე საკმაოდ ძლიერია როგორც ინდივიდუალურ, ისე სხვა ასპექტებში. თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხვალაც სასურველი შედეგის მისაღწევად.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმის შემდეგ არაფერი გამოგვივიდა. ეს იმის ბრალია, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია. შევეცდებით, მომდევნო მატჩებში ვიბრძოლოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

ნიკა რამიშვილი(,,ბათუმი’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’ ღირსეულ გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, მესამე პერიოდის დასაწყისიდან დაგვეწყო ჩავარდნა და ვერაფერი გავაკეთეთ ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში. შედეგიც სახეზეა.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა