დინამომ და ქუთაისმა ტური გამარჯვებებით გახსნეს

თარიღი: თებერვალი 22, 2014

სუპერლიგის მეორე წრის მე-4ტური დღეს რეგიონებში – რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო. თუკი იმერეთში საინტერესო ბრძოლა იყო, ქვემო ქართლის მატჩზე ამას ვერ ვიტყვით. ჩემპიონატის ლიდერმა “დინამომ” რუსთავში იოლი გამარჯვება მოიპოვა – ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ქვემოქართლელები 101:79 დაამარცხა.

მატჩი ისე დაიწყო და ისე ჩამთავრდა, “რუსთავს” წარმატების შანსი არ ჰქონია. დინამოელთა ჩერნოგორიელმა ცენტრმა სტევან მილოშევიჩმა სამწამიან ზონაში ყველა ოპონენტი დაჯაბნა, მისი შემჩერებელი რუსთაველებში არ მოიძებნა. მილოშევიჩმა პირველ მეოთხედსა და მეორე პერიოდის საწყის 3 წუთში 18 ქულა მოიპოვა და მოედანი ვალმოხდილმა დატოვა.

პირველი ათწუთეული დინამოელთა 13 ქულიანი ლიდერობით დასრულდა, დიდი შესვენებისთვის კი სტუმართა ლიდერობა 20 ქულამდე გაიზარდა. რუსთაველებს არა უშავდათ უკანა ხაზში – ქაქუცა აბაიშვილი და რევაზ ჩაჩანიძე სამქულიანებს ზუსტად ესროდნენ. ამ უკანასკნელმა 5-დან 5 სამიანი ჩააგდო. რუსთაველებმა მთლიანობაში მეტოქეზე 6-ით მეტი სამქულიანი მიითვალეს, მაგრამ მეტოქის სწრაფ შეტევებს და ფარზე ბატონობას ვერაფერი დაუპირისპირეს და საბოლოოდ 32 ქულით წააგეს.

დინამოელთაგან სტევან მილოშევიჩი გამოირჩა, რომელმაც 30 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. შესანიშნავად ითამაშა ზვიად ანთაძემ, რომელმაც თბილისელებს 15 ქულა და 7 მოხსნა მიაშველა. მილოშ პესიჩმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 19 ქულით ბომბარდირი რევაზ ჩაჩანიძე გახდა, ქაქუცა აბაიშვილმა 11 მიითვალა, ლევან ხმელის ანგარიშზე კი 10 ქულა იყო.

მატჩისშემდგომი კომენტარები

რუსთავი – დინამო 79:101

ოთარ ხმელიძე(“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): თავიდანვე გამოჩნდა, რომ “დინამოს” დიდი უპირატესობა ჰქონდა ფარქვეშ. სტევან მილოშევიჩმა ძალიან კარგად ითამაშა და თავიდან ძლიან ბევრი ბურთი ჩაგვიგდო. ჩვენ მისი შეჩრება ვერ მოვახერხეთ და სამწამიან ზონაში მეტოქეს სრული უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ უკანა ხაზიდან თამაშს ვერ მოვიგებდით და მეორე ტაიმში შანსი ახალგაზრდებს მივეცი, რომლებმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.

ირაკლი ხოშტარია(“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): თამაშის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ მეტოქე წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევდა. ეს მოსალოდნელიც იყო და მინდა ვთქვა, რომ გამარჯვების მოპოვება არ გაგვჭირვებია. ჩვენ უფრო ძლიერ მეტოქეებთან საბრძოლველად ვემზდებით, რომლებთანაც მომავალ ტურებში მოგვიწევს თამაში.

ქუთაისში გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თუ არ ჩავთვლით ბოლო მეოთხედს, “ქუთაისსა” და “ბათუმს” შორის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. რამდენიმემატჩიანი შესვენების შემდეგ ზღვისპირელებს მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ კონეშავიძემ უთავკაცა. კობეშავიძე ავად იყო და დროიებით მის ადგილს გუნდის კაპიტანი – ივანე მაისურაძე იკავებდა. ბათუმელები თავიდანვე დაწინაურდნენ და ლიდერობას მესამე პერიოდის ბოლო წამებამდე ინარჩუნებდნენ. პირველი მეოთხედი სტუმრებმა 22:16 მოიგეს, მეორეში 21:25 დამარცხდნენ და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანილი დერობა შერჩათ.

ქუთაისელებს მთელი მესამე პერიოდი დასჭირდათ საიმისოდ, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ და როცა ბოლო პერიოდი დაიწყი, ტაბლოზე 61:61 ენთო. მოსალოდნელი იყო, რომ დაძაბულობა ბოლომდე გასტანდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბათუმელებმა მთელი ძალები საწყის 3 მეოთხედს შეალიეს. “ქუთაისმა” ზაურ ფაშაევის, აკაკი დვალიშვილისა და გოგა ცეკვავას წინამძღოლობით სტუმრები ჩამოიტოვეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, შეხვედრა არ დაძაბულა. ბოლო ათწუთეული მასპინძლებმა 29:12 მოიგეს და სტუმრები ბათუმში  დამწუხრეულები გაუშვეს.

იმერულ კლუბში აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი გამოირჩა 29 ქულითა და 7 პასით. 15 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ცეკვავას ანგარიშზე 15 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ბათუმელებს ტრადიციულად უცხოელმა მოთამაშეებმა ულიდერეს – ჯერემი სეფოლდმა 24 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ჯუნიორ ქედუგინმა 19 ქულას 7 პასიც მოაყოლა.

ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 22 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ქუთაისი – ბათუმი  90:73

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში იყო, სამი პერიოდი ვიბრძოლეთ. მთელმა გუნდმა წააგო. სამწუხაროა, რომ ლეგიონრებმა ვერ შეასრულეს დავალებები და ვერ გაამართლეს ჩემი იმედები.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის” მწვრთნელი): ნამდვილად დაძაბული თამაში იყო. ბათუმმა სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია და ყველაფერი მესამე ათწუთეულის ბოლოს გადაწყდა. კარგი დაცვის ხარჯზე გავიმარჯვეთ და, ამასთან, პერიმეტრიდანაც წაგვივიდა სროლები. ამ კომპონენტში განსაკუთრებით აქტიური იყო ზაურ ფაშაევი. მთლიანობაში თამაში ძალიან ემოციურ ფონზე წარიმართა და მოხარულნი ვართ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. მივულოცავ ჩვენს ყველა გულშემატკივარს და ვფიქრობ, ეს წარმატება იქნება იმ ეტაპის საწყისი, რომელსაც ასე ძალიან ველოდებით.



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა