დინამომ მგზავრებს მოუგო და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
“ქუთაისი” – “რუსთავის” შემდეგ, დღეს სუპერლიგის მეორე ნახევარფინალური სერიაც დაიწყო. რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასულმა “დინამომ” ოლიმპიურ სასახლეში მეშვიდეადგილოსან “მგზავრებს” უმასპინძლა და ზედმეტი გართულების გარეშე – 85:74 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ ემოციური გამოდგა და ერთ ეპიზოდში მსაჯებს ერთბაშად 4 ტექნიკური ჯარიმის ჩვენება მოუხდათ. თუმცა აღნიშნულ მომენტისთვის მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო – მეოთხე პერიოდის შუაწელში დინამოელები 22 ქულით – 70:58 იგებდნენ და დარჩენილ დროში “მგზავრების” მოთამაშეებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს.
მატჩის პირველ ნახევარში ბრძოლა იყო. უმეტესად დინამოელები ლიდერობდნენ, თუმცა “მგზავრების” წევრები ბევრით არ რჩებოდნენ და პირველი ნახევრის ემდეგ 10 ქულას აგებდნენ. “დინამომ” მეტოქე მესამე პერიოდში გატეხა, რომელიც 29:19 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 20 ქულით გალიდერდა.
დინამოელებს 24 ქულით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა. 20 ქულა მოაგროვა კაელ ტურპინმა, ხოლო ილია ლონდარიძემ პირად ანგარიშზე 11 ქულა ჩაიწერა. “მგზავრებში” 18 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, კახა ჯინჭარაძემ კი 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
სერიის მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.
დინამო – მგზავრები
სტატისტიკა: 85:74
GBF.GE