„დინამომ“ „ქუთაისს“ 25 ქულით მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
„ქუთაისთან“ გასვლაზე სუპერლიგის ფინალურ სერიაში 8 ქულით (65:73) გუშინდელი მარცხის შემდეგ თბილისის „დინამომ“ მეტოქე 25 ქულით (88:63) დაამარცხა.
პირველი მეოთხედი ირაკლი ხოშტარიას გუნდმა 7 ქულით მოიგო, დიდი შესვენების წინ კი „დინამოელები“ უკვე 13 ქულით ლიდერობდნენ (31:44), რაც იმერელთათვის საბედისწერო აღმოჩნდა.
„დინამოს“ საუკეთესო მოთამაშე 18 ქულით, 6 მოხსნითა და 3 ასისტით ოდრი მაკალპინი იყო. 16 ქულა, 12 მოხსნა (მატჩში ყველაზე მეტი) და 2 პასი მაქსიმ კოვაჩევიჩმა მიითვალა. „ქუთაისს“ 13 ქულით, 7 მოხსნითა და 1 პასით გოგა ცეკვავამ ულიდერა.
ამრიგად, ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1). სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩი თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ 21 მაისს გაიმართება.
„ქუთაისი“ – „დინამო“ 63:88 (13:20, 18:24, 16:16, 16:28)
ანგარიში სერიაში: 1:1