“დინამომ” “ქუთაისთან” გაიმარჯვა
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს თბილისის “დინამოსა” და “ქუთაისს” შორის საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
მატჩი თანაბრად დაიწყო, თუმცა კვიმსაძის დისკვალიფიკაციის შემდეგ, რაც პოპოვიჩთან მცირე ინციდენტს მოყვა, „დინამოს“ უპირატესობა შესამჩნევი გახდა და პირველი პერიოდის ბოლოს ხოშტარიას შეგირდები 10 ქულით, 22:12 იგებდნენ.
მეორე მეოთხედში ნდოიეს კარგი თამაშით სხვაობა 5 ქულამდეც კი შემცირდა. დიდი შესვენების წინ კი ანგარიში 35-27 იყო თბილისელთა სასარგებლოდ.
განსაკუთრებით დაძაბული მესამე პერიოდი გამოდგა, როდესაც ქუთაისელებმა ზედიზედ სამი სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს, თუმცა ლეჟავას დროული სამიანით „დინამომ“ მატჩის სადავეების შენარჩუნება შეძლო და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა –
ქუთაისელთა შემადგენლობაში ყველაზე ედეგიანი დავით ბარბაქაძე იყო, რომელმაც 16 ქულა მოიპოვა. ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა ნდოიეს. ქუთაისელთა ლეგიონერის ანგარიშზე 11 მოხსნა და 9 ქულა არის. „დინამოს“ წარმატებაში კი დიდი წვლილი ლეგიონერებმა შეიტანეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 23 ქულით პოპოვიჩი გახდა, ხოლო შერმანმა 21 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
განმეორებით შეხვედრას ქუთაისი 13 მარტს უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში გვქონდა. დადებითი ის არის, რომ მოვიგეთ. მიუხედავად ცუდი თამაშისა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. მაქვს იმედი, რომ მოვუმატებთ და იმ შეცდომებს, რომლებიც გვქონდა, აღარ დავუშვებთ. გასვლითი თამაში საკმაოდ რთულია, თუმცა შევეცდებით შეცდომები შევამციროთ. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
მიხეილ კობეშავიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): რაც ქუთაისში ჩამოვედი მწვრთნელად, ასეთი საშინელი თამაში არ მახსოვს. ძალიან ცუდად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. ვნახავთ ჩანაწერს, გავაანალიზებთ და შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს. ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა არ მინდა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები