“დინამომ” “რუსთავს” გაუთანაბრა
სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის დღის მეორე მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედი ჩემპიონი, თბილისის “დინამო” და “რუსთავი” წარსდგნენ. პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ “დინამოს” დღეს გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებოდა. თბილისელებმა აქტიურადაც დაიწყეს და თავიდან დაწინაურებაც შეძლეს, თუმცა მეოთხედის ბოლოს წინ “რუსთავი” გაიჭრდა და პირველი მეოთხედი ოთხქულიანი სხვაობით, 16:12 მოიგო.
მეორე მეოთხედში ოგლსბი გააქტიურდა, როემლმაც ზუსტი სამიანებით საკუთარი გუნდის უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ტერენსმა კიდევ ერთხელ მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაიბრწყინა, როდესაც თანაბარი ანგარიშის დროს ჩააგდო ზუსტი სამიანი, თუმცა დიდ შესვენებამდე 4 წამით ადრე ტექნიკური ჯარიმა მიიღო და მეტოქეს დაწინაურების შანსი მისცა, რომელიც “დინამომ” ვერ გამოიყენა და მესამე პერიოდის წინ ანგარიში საყაიმო, 36:36 იყო.
მესამე პერიოდში “დინამო” წინ გაიჭრა, რაც ბესო ლეჟავას დამსახურებით მოხდა, რომელმაც მატჩის ამ მონაკვეტშიც და მთლაიანად შეხვედრაშიც ულიდერა საკუთარ გუნდს. აღსანიშნავია, რომ უჩვეულოდ ინერტული იყო შერმანი. თბილისელთა ლეგიონერმა პირველი 2 ქულა სწორედ მესამე პერიოდში მოიპოვა. საბოლოოდ გადამწყვეტი პერიოდის წინ მასპინძლები 9 ქულით, 54:45-ს იგებდნენ.
შეხვედრამ დაძაბულობის პიკს დამთავრებამდე 4 წუთით ადრე მიაღწია, როდესაც რუსთაველებმა სხვაობის შემცირება ერთ ქულამდე მოახერხეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. მატჩის გადამწყვეტი მონაკვეთი უკეთ “დინამოელებმა” ჩაატარეს და საბოლოოდ სერიაში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს.
“დინამოს” შემაგენლობაში 21 ქულით საუკეთესო ბესიკ ლეჟავა იყო, ხოლო შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით რუსთაველი ტერენს ოგლბი გახდა.
დინამო 73-65 რუსთავი