“დინამომ” სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში თბილისის “დინამო” “სოხუმს” შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო დამაჯერებელი გამარჯვებით რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.
თბილისელებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და აღებული ტემპი მატჩის დასრულებამდე შეინარჩუნეს. განსაკუთრებით შედეგიანი “დინამოსთვის” მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ხოშტარიას გუნდმა 20 ქულიანი სხვოაბით მოიგო. საბოლოოდ კი თბილისელებმა 113:74 გაიმარჯვეს.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “დინამოს” კაპიტანი, ლაშა გამყრელიძე გახდა, რომელიც საკუთარ გუნდს 18 ქულით და 14 გადაცემით დაეხმარა. 18 ქულა მოიპოვა მათიაშვილმაც. სოხუმელთა შემადგნელობაში კი 15 ქულით ყველაზე შედეგიანი ბექაური გახდა.
ტურის უკანასკნელ შეხვედრაში “მგზავრები-არმიამ” “რუსთავს” უმასპინძლეს. მატჩი მოულოდნელი შედეგით, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. “მგზავრემბა” 10 ქულიანი უპირატესობა პირველ მეოთხედში მოიპოვეს და მისი შენარჩუნება მატჩის დასრულებამდე შეძლეს. საბოლოოდ ბერიშვილის გუნდმა 84-67 მოიგო.