დინამომ უხელფასო და ულეგიონერებო სოხუმს 34 ქულა მოუგო

თარიღი: თებერვალი 8, 2014

მეორე წრის მეორე ტური დასრულდა. ბოლო მატჩში მაყურებელი საინტერესო ბრძოლის თამაშის მოლოდინში იყო, თუმცა ბრძოლა არ შედგა – “დინამომ” იოლად დაამარცხა “სოხუმი” და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ლეგიონერების გარეშე ითამაშა – პეტერ ივანიჩი უხელფასობის გამო სერბეთში გაბრუნდა, ჯერემი საიმონსი იგივე მიზეზის გამო მოედანზე არ გავიდა, ჯოშუა ჯექსონმა კი ტრავმის გამო არ ითამაშა, თუმცა ჯანზე რომც ყოფილიყო, სოხუმელთა ღირსებას სავარაუდოდ არ დაიცავდა.

ფინანსურ პრობლემებზე სოხუმელებმა მატჩის წინა და შემდგომ პრესკონფერენციებზე ისაუბრეს. გუნდის წევრებს 5 თვეა, ხელფასი არ აუღიათ და ლეგიონერებმა ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. უცხოელი მოთამაშეების გარეშე დარჩენილმა “სოხუმმა” ლიდერ “დინამოს” წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პირველი მეოთხედი 15:31 წააგო და მომდევნო პერიოდებშიც ვერას გახდა. ერთადერთი, სოხუმელებმ ბოლო მეოთხედი – ისიც 1 ქულით მოიგეს, მთლიანობაში კი 34 ქულით წააგეს – 59:93.

დინამოელებს ჩერნოგორიელმა სტევან მილოშევიჩმა ულიდერა 22 ქულა-11 მოხსნით. 14 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა ქიენ კარტერმა, ხოლო ბესიკ ლეჟავამ და გიორგი გამყრელიძემ პირად ანგარიშზე 11-11 ქულა დააგროვეს. “სოხუმში” 21 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე იყო, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხმამაღალი განცხადება გააკეთა “სოხუმში” არსებული გაუსაძლისი პირობების გამო. 13 ქულა ჰქონდა გროგოლ შვანგირაძეს, ხოლო 12 – ვახტნგ ქადარიას.

სუპერლიგის მომდევნო ტური 14 და 15 თებერვალს, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):  ვულოცავ ,,დინამოს’’ დამსახურებულ გამარჯვებას, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ფავორიტები იყვნენ. აწყობილი და ძალიან ძლიერი გუნდია, კარგად დაკომპლექტებული და ყველანაირი პირობით უზრუნველყოფილი. რაც შეგვეხება ჩვენ, უკვე მეხუთე თვეა სერიოზული ფინანსური პრობლემები გვაქვს, საკანდელიძე-ქორქიას გათამაშების ფინალში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად ასეთი პრობლემებისა. ახლა კი, ვარჯიშებსაც ვეღარ ვატარებთ და ნამდვილად არ ვიცი, როგორ გაძლებს გუნდი სეზონის ბოლომდე, თუ უახლოეს მომავალში არ მოგვარდება ეს პრობლემები. თამაშის ხარისხიც თანდანათ ფუჭდება.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში, მადლობა ,,სოხუმს’’ და ვაჟა კვარაცხელიას იმისთვის, რომ დღესაც ითამაშეს და მიუხედავად პრობლემებისა, ბიჭები მოტივირებული არიან. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დღეს ნამდვილად კმაყოფილი ვარ არა იმიტომ, რომ ამხელა სხვაობით მოვიგეთ, არამედ იმიტომ, რომ ბიჭებმა ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და მეც მათ პირველ რიგში ამას ვთხოვ. მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი არის ამ ყველაფრის მამოძრავებელი და ნამდვილი კაპიტანი, მადლობას ვეტყვი ბიჭებს.  წინ ძალიან რთული გასვლითი თამაში გვაქვს ბათუმში და შევეცდებით, წარმატებით ვიასპარეზოთ.

ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’): მინდა მივულოცო ,,დინამოს’’ დღევანდელი გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო მომავალში. რაც შეგვეხება ჩვენ, მე, როგორც გუნდის კაპიტანმა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშეს, ლეგიონრებიდან დაწყებული, რომლებიც ამდენი ხანი უხელფასოდ თამაშობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ გუნდის წარმატებისთვის. ჯერემი საიმონსმა ფინანსური პრობლემების გამო დღეს არ ითამაშა და მისი ძალიან კარგად მესმის, პეტრას ივანიჩმა დატოვა გუნდი. მადლობას ვეტყვი მათ ამდენი ხნის განმავლობაში თავდადებული ბრძოლისთვის. რაც შეგვეხება ქართველ მოთამაშეებს, ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომეთ, რომ ვარჯიშები არ გაცდენილიყო და ყველა თამაში ღირსეულად ჩაგვეტარებინა, თუმცა თავს ზემოთ ძალა აღარაა. იმის მაგივრად, რომ ნორმალურმა მოთამაშემ თანდათან მოუმატოს, ჩვენ პირიქით, უკან მივდივართ. არადა, ყველას ახსოვს, როგორ კარგად დავიწყეთ სეზონი, მოვიგეთ დუდუ დადიანის მემორიალი და კარგი თამაში ვაჩვენეთ საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ფინალში ,,დინამოს’’ წინააღმდეგ.  მივმართავ მინდია გულუას და მოვუწოდებთ, თუ სურს ,,სოხუმის’’ გუნდი დასაცინი არ გახდეს და კიდევ შეძლოს მეტოქეების წინააღმდეგ ღირსეული თამაშის ჩვენება, დაუყონებლივ დაფაროს დავალიანება.  მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს,  რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ძალას გვაძლევდნენ. ჩვენი გუნდის დღევანდელი მდგომარეობა ჩემთვის ძალიან საწყენია.

ასევე, მივმართავ ფედერაციას(ან მათ, ვისაც ეს ეხება), რომ შეიქმნას ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე გამოდიან და არ არიან არაფრისგან დაზღვეულები, ექნებათ ანაზღაურების მიღების გარანტია და იქნებიან დაც



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა