„დინამომ“ „ვითა“ ოვერტაიმში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს საკალათბურთო თასის ბოლო 1/4-ფინალური მატჩი თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ „დინამოს“ და „ვითას“ შორის შედგა. მატჩი „დინამოელთა“ ოვერტაიმში 6-ქულიანი გამარჯვებით, 86:80 დასრულდა.
ვითიბი ლიგიაში პირველი გამარჯვების შემდეგ „ვითა“ შეხვედრას კარგი განწყობით შეხვდა. პირველივე მეთხედის შემდეგ ნიკოლაის მაზურსის გუნდი „დინამოელებს“ 11-ქულიანი სხვაობით უგებდა (15:26). დიდი შესვენების წინ „დინამომ“ სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა, მესამე მეოხედის შემდეგ ამავე სხვაობით უკვე ირაკლი ხოშტარიას გუნდი იგებდა. ბოლო ათ წუთში „ვითამ“ წონასწორობა აღადგინა (75:75) და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, თუმცა მოგება მაინც ვერ შეძლო.
„დინამოს“ მთავარი შემსრულებელი ამერიკელი ჯუვოლ მაილსი იყო, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა. „ვითას“ შემადგენლობიდან 23 ქულით, 10 მოხსნითა და 1 პასით ანდრე ჯონსი გამოირჩა.
„დინამო“ – „ვითა“ 86:80 (15:26, 20:13, 24:16. 16:20, 11:5)