დინამოს პირველი მარცხი
დღეს, სპორტის სასახლეში სუპერლიგის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. შეხვედრები დღის და პირველი წრის ერთ-ერთი გამორჩეული თამაშით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ფავორიტები, თბილისის “დინამო” და “შსს-აკადემია” დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი პირველი წუთებიდან თანაბრად წარიმართა და ხელმოსაჭიდი უპირატესობით მოპოვება ორივე გუნდს უჭირდა. ეს პირველი მეოთხედის ანგარიშზე აისახა – “აკადემიამ” სასტარტო პერიოდი 1-ქულიანი უპირატესობით მოიგო – 20:21.
მეორე მეოთხედში დაძაბულობასთან ერთად შეცდომების რაოდენობამაც იმატა. თამაშის ასეთი მსვლელობით უფრო მეტად “აკადემიელებმა” იხეირეს და დიდწილად ცინცაძე-შარაბიძე-წივწივაძის ტრიოს ძალისხმევით კიდევ უფრო წინ გავიდნენ. “დინამომ” მეტოქის გაქცევის შეჩერება სცადა, ლეჟავამ რთული სამიანიც ჩააგდო, თუმცა მასპინძელთა მცდელობას ლოლიშვილმაც სამიანით უპასუხა და საბოლოოდ დიდი შესვენების წინ სხვაობა 6 ქულას შეადგენდა “აკადემიელთა” სასარგებლოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთ მონაკვეთში ტუღუშის გუნდი 10 ქულითაც იგებდა.
მეორე ტაიმში სტუმრების უპირატესობა უფრო აშკარა ხდებოდა. “აკადემია” 15 ქულითაც გაიჭრა წინ, რაც თანაბარი დონის გუნდების მატჩში საგრძნობ ფორად შეიძლება ჩაითვალოს. 9 ქულით წაგებული მესამე პერიოდის შემდეგ “დინამომ” დასკვნით მეოთხედში შეძლო გამოფხიზლება და თამაშში დაბრუნებაც მოახერხა. “დინამოელთა” თამაშის აგრესიულმა მანერამ თავიდან თითქოს გამოიღო შედეგი, თუმცა დიდიას მიერ აცილებულ უმნიშვნელოვანეს 3-ქულიანს დაცვაში ჩავარდნა და შარაბიძის ეფექტური ჩატენვა მოჰყვა, რის შემდეგაც მატჩის გამარჯვებულთან დაკავშირებით ფაქტობრივად ყველა კითხვა მოიხსნა. ხოშტარიას გუნდმა ბოლოს მაინც გაიბრძოლა, თუმცა “დინამსო” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხსიგან ვერც მათიაშვილის ორმა სამიანმა იხსნა. “შსს” კი ამ გამარჯვებთ სატურნირო ცხრილში ლიდერს გაუთანაბრდა.
მატჩის საუკეთესო ბომბარდირი 22 ქულით “დინამოელი” მათიაშვილი გახდა, ხილი “აკადემიას” შემდაეგნლობაში ყველაზე შედეგიანი შარაბიძე (21 ქ.) იყო.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები