დუდა სანაძის 16 ამერიკული ქულა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსგავსად, წინასასეზონო, საგამოფენო მატჩები სტუდენტურ ლიგაშიც იმართება. სანამ NCAA-ს ჩემპიონატი დაიწყებოდეს, სტუდენტური გუნდებიერთმანეთთან ბოლო მზადებას გადიან. დუდა სანაძის “სანდიეგო ტორეროსმა” ამხანაგურ მატჩში კალიფორნიულ “მონტერეი ბეის” 90:81 მოუგო.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა სანდიაგოელთ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. სანაძე ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 23 წუთი გაატარა და 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. დუდამ 14-დან 7 ორულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო. მეორე მეოთხედის დასაწყისში “სან დიეგო” 17 ქულით აგებდა, თუმცა თამაში გამოასწორა და მესამე პერიოდში სანაძის სამიანით ანგარიში 55:55-ზე გაათანაბრა.
ამით “ტორეროსმა” გატეხა მონტერეიელები და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია. სანდიაგოელთა გუნდში 28 ქულით ბომბარდირი ჯონი დი გახლდათ, რომლის შემდეგაც საუკეთესო სანაძის მონაგარი იყო. სეზონის გახსნის მატჩში, 8 ნოემბერს, “სან დიეგო” სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი