დუდა სანაძის 7 ქულა და გამარჯვება “ნიუ ორლეანთან”
დუდა სანაძის გუნდმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სეზონის მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ეს მატჩები საერთო რეიტინგში ითვლება, თუმცა უშუალოდ კონფერენციის ჩემპიონატი „სანდიეგოსთვის“ ჯერ არდაწყებულა.
სანაძის გუნდმა „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და 85:60 იმარჯვა. ქართველმა უკანახაზელმა, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო წინა მატჩში 2 წუთი ითამაშა, ამჯერად მოედანზე 13 წუთს იმყოფებოდა. დუდამ საკმაოდ შედეგიანად გამოიყენა ეს დრო და პირად ანგარიშზე 7 ქულა ჩაიწერა.
ქართველმა მსროლელმა შვიდივე ქულა საჯარიმო ს ხაზიდან დააგროვა. სანაძემ 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, თითო სამიანი და ორქულიანი ააცილა. 7 ქულასთან ერთად დუდას 1 მოხსნა დაუგროვდა. სანდიეგოელთაგან ბომბარდირი ჯონი დი გახლდათ,რომელმაც 18 ქულა დააგროვა.
მომდევნო მატჩს „სან დიეგო“ კალიფორნიულ დერბიშისან დიეგოსვე უნივერსიტეტ „ქრიშჩენის“გუნდს 21 დეკემბერს შეხვდება.
gbf.ge