ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთი დაამარცხა
ევრობასკეტის 1/4 ფინალში ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებთა მეტად დაძაბული დაპირისპირება ესპანეთის გამარჯვებით, 73:71 დასრულდა.
პირველი მეოთედი თანაბარი გამოდგა და 14:14 დასრულდა. მეორე მეოთხედში ესპანელები წინ შვიდი ქულით გავიდნენ და დიდი შესვენების წინ ანგარიშით 39:32 იგებდნენ. სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში ბერძნებმა 9 ქულით გაიმარჯვეს და გადამწყვეტი ათი წუთის წინ 2 ქულით იგებდნენ. ბოლო მეოთხედი ბერძნებმა ცუდად დაიწყეს და პირველ წუთში ოთხჯერ დაჯარიმდნენ, რაც შედეგზეც აისახა. საბოლოოდ, მეოთხედი ესპანელებმა 4 ქულით მოიგეს. არადა, მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე ბერძნებმა სხვაობის 1 ქულამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს.
საუკეთესო ამ მატჩში 27 ქულითა და 9 მოხსნით პაუ გასოლი იყო. ბერძენთა მხრიდან 14 ქულით, 5 მოხსნითა და 7 პასით კალატესი გამოირჩა. სათქმელია, რომ ანტეტოკუმპომ, რომელმაც 12 ქულა დააგროვა, 17 მოხსნა შეძლო.
ესპანეთი – საბერძნეთი – 73:71 (14:14, 25:18, 16:25, 18:14)
ესპანეთი: გასოლი (27 ქ. 9 მ.), მიროტიჩი (18 ქ.), როდრიგესი (10 ქ. 5 პ.)
საბერძნეთი: კალატესი (14 ქ. 5 მ. 7 პ.), პრინტეზისი (13 ქ.), ანტენტოკუმბო (12 ქ. 17 მ.), სპანულისი (10 ქ.)