ესპანეთში პლეი ოფის მეტოქეები დაწყვილდნენ
ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო, 34-ე ტურში, ქართველი კალათბურთელებისგუნდებმა წაგეს და პლეი ფში ბოლო ადგილებიდან გავიდნენ. ბექა ბურჯნაძის “კახასოლმა” მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” – მე-8.
სარაგოსელები ერთ–ერთ აუტსაიდერ “მურსიას” ესტუმრნენ და 82:90 წააგეს. სანიკიძესასტარტო ხუთეულში იყო და 20:47 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა,ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერდაჯარიმდნენ.
“სარაგოსამ” რეგულარული ჩემპიონატი 18 მოგება-16 წაგებით დაასრულა. ზუსტად ასეთი შეფარდება ჰქონდა ბურჯანაძის “კახასოლსაც”, რომელიც ბოლო ტურში სტუმრად “ბარსელონას” შეხვდა და 70:88 წააგო.
ქართველი ფორვარდი მოედანზე ზუსტად 07:00 წუთი გამოჩნდა და 1 ქულა, 4 მოხსნა და 1ჩაჭრა მოაგროვა. ბურჯანაძემ თამაშიდან ოთხივე ტყორცნა (3 ორქულიანი და სამქულიანი)ააცილა და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ასე და ამგვარად, “კახასოლი” მეოთხედფინალში მეორეზე გასულ “ვალენსიას” შეხვდება, ხოლო “სარაგოსა” პირვლადგილოსან მადრიდის “რეალს”.
gbf.ge