ევრობასკეტი 2022: საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.
გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი;
B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია;
C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი;
D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისში, პრაღაში, მილანსა და კიოლნში გაიმართება, ხოლო ფინალურ ეტაპის საპლეიოფო მატჩებს ბერლინი მიიღებს.
ფინალური ეტაპი მერვედფინალური რაუნდიდან იწყება, რომელშიც თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი გავა.