ევროლიგა: მარკოიშვილის 13 ქულა და გამარჯვება. ჰიკმანის 17 ქულა და მარცხი
მანუჩარ მარკოიშვილის შედეგიანი თამაში ევროლიგაში და “გალათასარაის” უმნიშვნელოვანესი გაამარჯვება. სტამბოლური გუნდი კაუნასში “ჟალგირისს” შეხვდა და 84:72 დაამარცხა. გამარჯვებამ საშუალება მისცა მარკოიშვილის გუნდს, ცხრილში მე-4, პლეიოფში გამსვლელი ადგილი დაეკავებინა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩნილი და ჯგუფიდან გასასვლელად “გალათასარაის” აღნიშნული პოზიციის შესარჩუნება მართებს.
მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატში არ თამაშობს – ის “გალას” მხოლოდ ევროლიგაში ეხმარება. ქართველმა უკანახაზელმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და მიმდინარე სეზონის თითქმის 5 თვე გაუცდა. მანუჩარი კვირაში ერთხელ, ევროლიგაში თამაშობს და სტამბოლელებს სოლიდურ დახმარებას უწევს.
კაუნასში გამართულ მატჩში მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 25:20 წუთი გაატარა. ქართველმა მსროლელმა 3-დან 2 ორქულიანი დ 6-დან 3 სამიანი ჩააგდო. მთლიანობაში მანუჩარმა 13 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთხელაც არ დაუკარგავს.
სტამბოლელებს კარლოს აროიომ ულიდერა 19 ქულა – 7 პასით. მალიქ ჰერტსონმა 16 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, ფურქან ალდემირმა კი ორმაგი დუბი – 10 ქულა და 14 მოხსნა მიივთალა. კაუნასელთაგან 19 ქულით საუკეთესო ჯასტინ დენტმონი გახლდათ, მარტინას ფოციუსმა კი მასპინძლებს 14 ქულა მიაშველა.
6 მოგებითა და 6 მარცხით “გალათასარაი” მე-4 ადგილზეა, თუმცა დღეს მისი კონკურენტი “ლოკომოტივი” თამაშობს. დარჩენილ 2 ტურში მარკოიშვილის გუნდი ჯერ მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება, ბოლოს კი ბელგრადის “პარტიზანს” უმასპინძლებს.
ამავე – F ჯგუფში მესამე ადგილზეა “მაკაბი”, რომლის ღირსებასაც ქართული პასპორტის მქონე, გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების წევრი, რიკი ჰიკმანი იცავს. ებრაული გუნდი ჯგუფის ლიდერ “რეალს” მასპინძლობდა და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს ინაღდებდა, თუმცა დრამატულ ფინალში – 76:77 დამარცხდა.
რიკი ჰიკმანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა 32:09 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 12-დან 2 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ჰიკმანმა 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
მაკაბელთაგან 23 ქულით საუკეთესო დევინ სმიტი გახლდათ, ლექს ტაიუსმა კი თელავიველებს 18 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. მადრიდელებს 21 ქულით სერხიო როდრიგესმა ულიდერა, 17 ქულა კი ნიკოლა მიროტიჩმა მიითვალა.
მომდევნო, ბოლოსწინა ტურში, 4 აპრილს “გალათასარაი” მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება, ხოლო 3-ში “მაკაბი” გერმანიაში “ბაიერნს” გაეჯიბრება.
F ჯგუფი |
მ |
წ |
ბურთების |
შეფარდება |
+/- |
ცსკა |
10 |
2 |
1000 |
874 |
126 |
რეალი |
10 |
2 |
1029 |
905 |
124 |
მაკაბი |
7 |
5 |
945 |
917 |
28 |
გალათასარაი |
6 |
6 |
923 |
924 |
-1 |
ლოკომოტივი |
5 |
6 |
858 |
869 |
-11 |
ბაიერნი |
5 |
7 |
873 |
924 |
-51 |
პარტიზანი |
3 |
8 |
748 |
854 |
-106 |
ჟალგირისი |
1 |
11 |
908 |
1017 |
-109 |
GBF.GE