ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი ფიბა-ევროპამ უკრაინიდან ბულგარეთში გადაიტანა
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი (B დივიზიონი) უკრაინაში აღარ ჩატარდება. აღნიშნული ტურნირი ქალაქ დონეცკში 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 22 მარტს ფიბა-ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითრების გამო B დივიზიონის მატჩბს უკრაინა აღარ უმაპინძლებს.
გაირკვა ტურნირის ჩატარების ალტერნატიული ვარიანტიც. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს ბულგარეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ესტონეთთან, ისლანდიასთან, ავსტრიასთან, ისრაელთან და გერმანიასთან მოხვდა.
რაც შეეხება ევრობასკეტ 2015-ს, მისი უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გადატანის საკითში ჯერ არ გარკვეულა. თავისი ლეგიტიმაციის (2010-1014 წელი) ერთ-ერთ ბოლო შეკრებაზე ფიბა-ევროპის საბჭომ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის კალათბურთის ფედერაციას და იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი ურთულესი სიტუაციისა, უკრაინელები შეძლებენ რესურსების მობილიზებას და ევრობასკეტს უმასპინძლებენ.
აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობის თარიღად ფიბა-ევროპის საბჭომ მიმდინარე წლის 15 მაისი დანიშნა. შესაძლოა, ამ დღეს გაირკვეს კიდეც ევრობასკეტ 2015-ის გამართვის ადგილი – იქნება ეს უკრაინა, თუ სხვა რომელიმე ქვეყანა ან ქვეყნები.
GBF.GE