ევროპული მედია: მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ში
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს – ამას იტყობინება ევროპის ერთ-ერთი ავტორიტეტული საკალათბურთო ვებ-გვერდი eurobasket.com და სხვადასხვა წამყვანი გამოცემები. საკუთრივ რუსული კალათბურთის ფლაგმანს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთბია.
საბოლოოდ ალბათ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მასმედიაში ვრცელდება, რადგან კლუბი ყოველთვის ბოლოს ახმაურებს ამა თუ იმ ტრანსფერის ამბავს. მარკოიშვილმა გასული სეზონნახევარი სტამბოლის „გალათასარაიში“ გაატარა და ამ გუნდს შარშან ქვეყნის ჩემპიონობაში, წლეულს კი ვერცხლის მოგებაში დაეხმარა. ამასთან ერთად, მარკოიშვილი იყო სტამბოლელთა დიდი დასაყრდენი ევროლიგაში, სადაც „გალათასარაიმ“ 2 ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი ოფში ითამაშა.
გახდება თუ არა ქართველი ფორვარდი რუსეთისა და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის წევრი, უახლოეს ხანებში შევიტყობთ.
gbf.ge