ფერნანდუ სანტუში: “ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდოდა”
უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ ტურში გამართული მატჩი საინტერესოდ წარიმართა და ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. შესაბამისად, უნგრეთის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ისლანდიამ ავსტრიასთან მატჩი მოიგო და მეორე პოზიცია დაიკავა, პორტუგალია კი მესამე ადგილზე დარჩა. მატჩი პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა შეაჯამა.
“გვინდოდა, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაგვეკავებინა. ჯგუფური ეტაპის ასეთ დასასრულზე არ ვფიქრობდით. ბოლო სამ მატჩში მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ, რათა ჯგუფში პირველ ადგილზე გავსულიყავით. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ ვთქვი, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. დღეს ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. შეტევაში თამაში გამოგვივიდა, გავიტანეთ და მომენტებიც შევქმენით. დაცვაში საკმარისად მჭიდროდ ვითამაშეთ.
რაც შეეხება რონალდუს, იგი იტანს იმიტომ, რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს. კრიშტიანუ მოქმედებს წინ და ცხოვრობს გოლებით. დღევანდელი მატჩი მას თვითრწმენას შემატებს, რაც ხორვატიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში დაეხმარება”, – ციტირებს სანტუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.