გაბრიჩიძე: „ქართული კალათბურთის იმიჯზე ეს ცუდად მოქმედებს“
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ფედერაციის გამგეობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე პირველ ივლისს ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან კახა შენგელიასა და გამგეობის წევრის თემურ დათიკაშვილის გამგეობის სხდომის სკანდალურად დატოვების შესახებ ისაუბრა.
„დღევანდელ სხდომაზე დავაკმაყოფილეთ კახა შენგელიასა და თემურ დათიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებული განცხადება. თუმცა, მათ მოვუწოდებ, წავიდნენ საჯარო რეესტში და თავისი განცხადება დაადასტურონ.
როდესაც ბატონი კახა აცხადებს, რომ ის ბასკონიაში იყო, თუმცა განხილვაში მონაწილეობას არ იღებდა, რადგან არ იცოდა ესპანური, გეტყვით, გვყავდა ქართველი მთარგმნელი. თუ ის იქ იჯდა და ისმენდა ყველაფერს, მაშინ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. რატომ აყენებს თავის თავს შეურაცხყოფას?
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მის მფლობელობაში მყოფი დიდუბის დარბაზი მთავრობას გადაეცა და ის საკალათბურთო კლუბ „ვითას“ პრეზიდენტი გახდა. ეს პირდაპირ არის ინტერესთა კონფლიქტი.
ყველას მაქსიმალურად მოგიწოდებთ ამ თემაზე საუბრის შეწყვეტას, რადგან ქართული კალათურთის იმიჯზე ეს ცუდად მოქმედებს. ვიღაც-ვიღაცების პირადი ინტერესების და პოპულიზმის გამო, ასე ხდება. ისევ და ისევ, შეგვიძლია, ჩვენი ფედერაციის ყველა წევრს კამერების გარეშე დავხვდეთ და ყველაფერი განვიხილოთ“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.