გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებ გამოეხმაურნენ (ფოტო)
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კალთბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. ამ მომენტისათვის პრეზიდენტობისათვის ორი კანდიდატი – პაატა გურასპაული და შიო ხეცურიანი იბრძვის. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, კანდიდანტები ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებებს არ ერიდებიან. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია გამოეხმაურნენ საკუთარ Facebook გვერდზე და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
გიორგი შერმადინი: “მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით! მჯერა, რომ შიო ხეცურიანი თავისი გუნდით, მრავალწლიანი გეგმით და სწორი ხედვით შეძლებს ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან განვითარებას და აღორძინებას. მინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა შიოსადმი!!! ერთად განვავითაროთ ქართული კალათბურთი!!!”
თორნიკე შენგელია: “მოგესალმებით,
დიდი იმედი მქონდა რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის კალათბურთის მიმართ და წლების მანძილზე დანახული ბევრი უსამართლობის გამო, თავს უფლება მივეცი გამეკეთებინა ეს განცხადება!
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩატარდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.
იმის შემდეგ რაც კახა შენგელია და შიო ხეცურიანი გაერთიანდნენ, დღეს დღეობით არის წარდგენილი 2 კანდიდატი…
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველას მიმართ, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო შიო ხეცურიანს. ვთვლი რომ იგი დღეს არის ღირსეული კანდიდატი იმისათვის რომ აღორძინდეს კალათბურთი საქართველოში.
დიდი იმედი მაქვს რომ, ყველა ერთად დავდგებით და მხარს დავუჭერთ სიმართლეს, რადგან ეს ჩვენ საერთო საქმეს, კალათბურთს ეხება!”