გიორგი შერმადინი ესპანურ “სარაგოსას” დაუბრუნდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელმაც გასული ევროშესარჩევი ეტაპი ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის გამო გმოტოვა, ესპანური „სარაგოსას“ წევრი გახდა. ქართველი ცენტრი გასული სეზონის პირველ ნახევარში თამაობდა არაგონულ კლუბში, თუმცა გაზაფხულზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა.
შერმადინი ვიქტრ სანიკიძესთან ერთად საკმაოდ მძლავრ ტანდემს ქმნიდა სარაგოსელთა ხუთეულში. ახლა კი გიორგი ერთადერთი ქართველი იქნება არაგონულ კლუბში, რადგან სანიკიძე რუსუ „უნიკსში“ გადავიდა. შერმადინი „სარაგოსაში საშუალოდ 12.9 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებდა.
შერმადინმა „სარაგოსასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაგონული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ რუისმა ქართველი კალათბურთელის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს გიო ჩვენი კლუბიდან არც წასულა. როგორცსაკლუბო პერსონალს, ასევე გუნდის გულშემატკივრებს მისი შემატება ძალიან გაუხარდებათ. იგი ნამდვილი პროფესიონალია დასრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდა. შერმადინს ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია და წესით, დიდი სარგებელი უნდამოგვიტანოს”.
„სარაგოსამ“ უკვე 4 სკონტროლო მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. არაგონელებმა „უესკას“ 88:55 სძლიეს, „ლაბირალს“ – 64:63, „ესტუდიანტესს“ – 82:74 და „მურსიას“ 86:76. არაგონელებს მომდევნო მატჩი 19 სექტემბერს “ბრუისასთან” ელით და შესაძლოა, ამთამაშში მონაწილეობა შერმადინმაც მიიღოს. 21 სექტემბერს “სარაგოსა” “ვალენსიას” ეთამაშება, 25-ში – რუსულ “ხიმკის”, ხოლო 1ოქტომბერს – “რეალს”. უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს 5 ოქტომბერს აიღებს და შერმადინის კლუბი “ხუვენტუტს”უმასპინძლებს.
gbf.ge