გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)
ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, არ შეუშვეს. ქართველმა კალათბურთელმა მთელი ღამე ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაატარა.
შერმადინის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა სოციალურ ქსელში იმ პატარა დივნის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქართველ კალათბურთელს უნდა დაეძინა.
“მიუღებელია, რომ ჩვენი საუკეთესო მოთამაშე კვალვაც აეროპორტშია, რადგან მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. ის კვლავ იქაა და პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებიათ! უნდა დაეძინა ამ დივანზე. ეს ხდება მაშინ, როცა გრძელი სეზონის შემდეგ, ძალიან მნიშნელოვან ტურნირზე უნდა ეთამაშა. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება”, – აცხადებს უერტასი.
ჯერ-ჯერობით უცნობია ის მიზეზი, რის გამო არ შეუშვეს შერმადინი რუსეთში. ესპანური მედიის ცნობით, “ტენერიფე” და ფიბა პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.