გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა
“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ჯილდოს მიღების შემდეგ, 32 წლის კალათბურთელმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა.
“პირველ რიგში, მოგილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან გახარებული ვარ, რადგან სეზონის MVP-ის დაჯილდოვება დღეს გაიმართა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვეთაგანს, ვინც ერთი ხმა მაინც მომცა. ღმერთის დახმარებით, ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ. ეს თასი საქართველოში ჩამოვა მალე. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას გვერდზე დგომისათვის”, – განაცხადა გიორგი შერმადინმა.
სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებში, მოთამაშეებში, მწვრთნელებსა და ჟურნალისტებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ყველამ საუკეთესოდ აღიარა. მეორე ადგილზე მადრიდის “რეალის” ცენტრი ედი ტავარეში გავიდა, მესამეზე კი “ბარსელონას” წევრი ნიკოლა მიროტიჩი. მეოთხე პოზიცია გიოს თანაგუნდელმა უერტასმა დაიკავა.