გიორგი ზაბახიძე: “კლუბებმა მეტი ყურადღება მენეჯმენტს უნდა დაუთმონ”

თარიღი: მაისი 13, 2014

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ფინალური სერიის დაწყბვამდე სუპერლიგის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ზაბახიძესთან ჩავწერთ ინტერვიუ და საუბარი სეზონის შეფასებით დავიწყეთ. 

 

– რეგულარულმა ჩემპიონატმა საინტერესოდ ჩაიარა. არცერთი გუნდი არ იყო დაუმარცხებელი. ფავორიტების ხუთეულიდან ოთხი გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალები საკმაოდ საინტერესო იყო და შედარებით სუსტმა გუნდებმა ფავორიტებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. იგივე ქუთაისი-სოხუმის წყვილი რომ ავიღოთ.

წელს პირველად იყო მეოთხედფინალები სამ მოგებამდე და ვფიქრობ ამან გაამართლა. ჩვენ ყოველთვის ვხვდებით გუნდებს სეზონის დაწყებამდე და ასეთ დეტალებს მათთან ერთად ვწყვეტთ. მიმდინარე სეზონის წინაც უამრავ სიახლეზე შევთანხმდით. შეიცვალა თასის ფორმატი, რამაც გუნდებს თამაშების რაოდენობა გაუზარდა და მეტი დაძაბულობა შესძინა ამ ტურნირს.

სეზონის წინ “არმიამ” ოთხწრიანი რეგულარული ჩემპიონატი შემოგვთავაზა, რაზეც ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ. თუმცა, გუნდები ამ პროექტზე ვერ შეთანხმდნენ.

უკვე ნახევარფინალებამდე მოვედით. მატჩები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და მინდა ყველა გუნდს წარმატება ვუსურვო.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კლუბები გაძლიერდნენ და მეტი ყურადღება დაუთმონ მენეჯმენტს, რაც შემდეგ სუპერლიგის დონეზეც აისახება.

– კეთდება ვერის ბაღის დარბაზი. ხომ არ იგეგმება იქ სუპერლიგის მატჩების ნაწილის ჩატარება? 

– ვერის ბაღის დარბაზში 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები  გაიმართება, ამიტომ იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს რა თქმა უნდა ჩვენც დაგვეხმარება. თამაშებს უფრო თავისუფლად ჩავატარებთ. სეზონის მანძილზე ყველა ლიგაში ძალიან ბევრი მატჩია და ისე გადავანაწილებთ, რომ თბილისში არსებული ყველა დარბაზი მაქსიმალურად იქნება დატვირთული.

თუმცა, ამ თემას ისევ საკლუბო სისტემის ჩამოყალიბამდე მივყავართ. კლუბები თუ სტრუქტურულად დალაგებულები იქნებიან და ინფრასტრუქტურული პრობლემები მოხსნილი იქნება, ასეთი ტიპის პრობლემები მინიმუმამდე შემცირდება. სამწუხაროდ წარმატებული და შემდეგ დაშლილი გუნდების მაგალითი საქართველოში ბევრი გვაქვს.

აღნიშნული პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს. საკალათბურთო დარბაზის შენახვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და კომერციულად ნაკლებადაა მომგებიანი. ჩვენთან ტურზე თუ 1000-1500 გულშემატკივარია, ევროპაში 3-4 ათასია, რაც კატასტროფული განსხვავება არ არის.
– გასულ სეზონთან შედარებით შეიძლება თუ არა სუპერლიგაში პროგრესზე საუბარი? 

– გულშემატკივარმა შეიძლება ცოტა სხვანაირად გაიგოს დადებითად რომ შევაფასო. შარშან 11 გუნდი იყო, წელს 9 არის. ცოტა რთული შესაფასებელია, მაგრამ რაც პირადად ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, კლუბის მენეჯმენტის მხრივ არის წინ გადაგმული ნაბიჯები.

თუმცა, პრობლემები არის. იგივე “სოხუმის” კრიზისის მაგალითი ამას ადასტურებს.

IMG_3567

– ერთ-ერთი მტკივნეული თემა სუპერლიგაში რეგიონების გუნდების რაოდენობა იყო. ამაზე რას გვეტყვით? 

– სუპერლიგაში სამი ძირითადი რეგიონის გუნდი სისტემატურად იღებს მონაწილეობას. ასევე რეგიონები ასაკობრივ ლიგებში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები, სადაც ნორმალური შედეგი აქვთ. სისტემატურად ასპარეზობენ ფოთი, გორი, ზესტაფონი, ბოლნისი. მალე ჩაერთვება კასპიც.

ქუთაისში მოედნის პრობლემაა, თუმცა ამის გამოსწორებაც მომდევნო სეზონში გვპირდებიან. ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მთელის ქუთაისს წაადგება. ამ ქალაქს კალათბურთში მდიდარი ისტორია აქვს.

ბათუმი წლების მანძილზე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო. საბედნიეროდ, წელსაც ასე თუ ისე არის რაღაც პოზიტიური ძვრები. იმედია უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ბავშვთა კალათბურთში.

რუსთავს დიდი რესურსი აქვს მწვრთნელების და მოთამაშეების მხრივაც. მთავარია აქაც მეტი ფინანსები ჩაიდოს განვითარებაში.

კალათბურთის განვითარებისთვის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობაც საკმაოდ ბევრ კარგ პროექტს ანხორციელებს. მაგალითად მწვრთნელთა ლიცენზირების და 3×3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი და კიდევ სხვა სიახლეები, რომლის პრეზენტაციაც სულ მალე მოხდება.

– გასულ სეზონში სუპერლიგის თითქმის ყველა მატჩი ტელევიზიის მეშვეობით პირდაპირ ეთერში შუქრდებოდა. წელს ამ მხრივ პრობლემებია. რაიმე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ? 

– მომავალი სეზონიდან გვინდა, რომ ჩვენი ინტერნეტ-ტელევიზია ჩავრთოთ, სადაც სუპერლიგის გარდა ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩები იქნება პირდაპირ ეთერში.

– ახალგაზრდული ჩემპიონატებს როგორ შეაფასებდით? 

– თამაშები ყველა ასაკში ტარდება. ქვედა ასაკებში ბევრი გუნდია და ასაკის მატებასთან მათი რაოდენობა მცირდება. 20-წლამდელებიდან კი უკვე სუპერლიგაში გადადიან მოთამაშეები.

გვაქვს მოლაპარაკება, რომ საუნივერსიტეტო ლიგას პირველი ლიგის სტატუსი მივანიჭოთ. გუნდების რესურსი საქართველოში მცირეა და მოთამაშეებს ამ ლიგაში ექნებათ თავის გამოჩენის საშუალება.

მომდევნო სეზონში სამოყვარულო ლიგასაც მეტი ყურადღება დაეთმობა.

IMG_3547
– მომდევნო სეზონში ლეგიონერებზე ლიმიტი თუ იქნება? 

– ამ საკითხს გუნდებთან ერთად გავივლით. იყო მოსაზრება 3 ლეგიონერის შესახებ, თუმცა ჩვენი დებულება ევროთასებზე გასულ ქართულ გუნდზეც მოქმედებს, სადაც ლეგიონერების ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

– გულშემატკივრების წახალისების მიზნით საკმაოდ კარგი კონკურსი წამოიწყეთ. რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით სამომავლოდ? 

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მომდევნო სეზონშიც გაგრძელდება და საკმაოდ კარგი პრიზებიც გვექნება.

ასე რომ, მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ იარონ სუპერლიგაზე, უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდებს და ჩვენს კონკურსებშიც გაიმარჯვონ.



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა