გოგა ბითაძეს დრაფტზე “გოლდენ სტეიტი” აირჩევს? – NBA
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეგა ბიმაქსის” ცენტრს, გოგა ბითაძეს სეზონის განმავლობაში უდიდესი პროგრესი აქვს და ორივე გუნდის მთავარი ლიდერია.
ბითაძე სეზონის დასაწყისში NBADraft-ის მიხედვით, მე-60 პიკად იყო დასახელებული, თუმცა უახლესი ინფორმაციით, ბითაძე 27-ე პიკად განიხილება და ეს ადგილი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უძლიერეს ფრენჩაიზს, “გოლდენ სტეიტს” ეკუთვნის.
2 წლის განმავლობაში “გოლდენის” ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია გახლდათ, რომელიც ჩემპიონი 2-ჯერ გახდა. დღეს ოქროსშტატელების მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ ცენტრის პოზიცია ითვლება და გოგა ნამდვილად შეძლებდა გარკვეული დროის მიღებას.
ბითაძის განცხადებით, ის აუცილებლად გავა შემდეგ Draft-ზე, სადაც აუცილებლად მეტი შანსი ექნება არჩევის.
“სხვადასხვა გუნდი მაკვირდება და მხოლოდ იქ მსურს თამაში, სადაც მეტი შესაძლებლობა მექნება” – განაცხადა გოგამ მედიასთან.
“ბითაძე მსოფლიო დონის ტალანტია” – ზუროსი