„გოლდენ სტეიტი“ NBA-ს გამარჯვებულია!
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მექვსე მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ გასვლაზე ანგარიშით 105:97 დაამარცხა და NBA-ს 2014/15 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა. აქამდე სერიაში ანგარიში „უორიორსის“ სასარგებლოდ, 3:2 იყო, შესაბამისად, გუნდს სერიის მოსაგებად ერთ მატჩში გამარჯვება აკლდა.
პირველივე მეოთხედში სტუმრებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშით 28:15 მოიგეს. მეორე მეოთხედში ლებრონმა და კომპანიამ სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და დიდი შესვენების წინ სხვაობა ორამდე შეამცირეს. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „უორიორსმა“ ათი ქულით მოიგო და ბოლო 12 წუთის წინ მეტოქეს 12 ქულით ამარცხებდა. ბოლო მეოთხედში „კლივლენდმა“ სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლა ვერ შეძლო და სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულით შეამცირა.
ტრიუმფატორთა რიგებში 25 ქულით, 9 პასით, 6 მოხსნითა და 3 ჩაჭრით საუკეთესო სტეფ კარი იყო, „კლივლენდის“ მხრიდან კი 32 ქულით, 18 მოხსნითა და 9 გადაცემით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.
„კლივლენდი“ – „გოლდენ სტეიტი“ 97:105 (15:28, 28:17, 18:28, 36:32)
„კლივლენდი“: ჯეიმსი (32 ქ. 18 მ. 9 პ. 6 დ.), სმიტი (19 ქ. 5 მ.), მოზგოვი (17 ქ. 12 მ. 4 ბ.), ტომპსონი (15 ქ. 13 მ.)
„გოლდენ სტეიტი“: კარი (25 ქ. 9. პ. 6 მ. 3 ჩ.), იგუოდალა (25 ქ. 5 მ. 5 პ.), გრინი (16 ქ. 11 მ. 10 პ. 3 ჩ.), ეზელი (10 ქ.), ლივინგსტონი (10 ქ.)
ანგარიში სერიაში: 2-4