„გოლდენ სტეიტმა“ სერიაში მესამედ მოიგო, „მაიამიმ“ ანგარიში გაათანაბრა
დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის ნახევარფინალში „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ ანგარიშით 125:132 დაამარცხა.
პირველი ნახევარი სტუმართა 10-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც ინიციატივე სტუმრებისკენ გადაიდა. მატჩის ბოლოსკენ „პორტლენდი“ თამაშში დაბრუნდა და ძირითად დროში მოგების შანსი ხელიდან გაუშვა – შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც „გოლდენ სტეიტმა“ 7 ქულით იმარჯვა.
მატჩს ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი გახდა, რომელმაც 40 ქულა მიითვალა. „პორტლენდიდან“ 36 ქულით და 10 პასით დემიენ ლილარდი გამოირჩა.
„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ – 125:132 ოვერტაიმი (26:18, 41:39, 18:29, 26:25, 14:21)
ანგარიში სერიაში: 3:1
პარალელურ მატჩში „მაიამიმ“ „ტორონტო“ 94:87 დაამარცხა დ სერიაში ანგარიში გაათანაბრა.