ჰიკმანის 6 ქულა ბელგრადში წაგებულ მატჩში
ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი, რიკი ჰიკმანი, რომელიც 2013 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, ევროლიგაში თელ ავივის “მაკაბისთვის” იღწვის. ებრაულმა გუნდმა წუხელ დასანანი მატჩი წააგო.
თელავიველები ბელგრადში “პარტიზანს” ხვდებოდნენ და თავიდანვე სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ. პირველი მეოთხედი “მაკაბიმ” 23:14 მოიგო და ლიდერობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. ბოლო პერიოდის დაწყებამდე თელავიველები 57:47 იგებდნენ და საბოლოო წარმატებამდე დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა, თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავად ითამაშეს და საბოლოოდ 72:70 იმარჯვეს.
ჰიკმანმა 30:16 წუთი ითამაშა და თავისი ბომბარდირული თვისებები კარგად ვერ გამოავლინა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამიანი ააცილა. საბოლოოდ ჰიკმანის ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საერთო სარგებლიანობით რიკი მაკაბელთა შორის მე-3 იყო ალექს ტაიუსისა და სოფოკლის შორცანიდისის შემდეგ.
მიუხედავად დამარცხებისა, “მაკაბის” ჯგუფში ჩარჩენა არ ემუქრება. 7 მოგებითა და 4 მარცხით თელავიველები მე-3 ადგილზე არიან და დარჩენილ 3 ტურში გამსვლელი 4-ეულიდან რომ ამოვარდნენ, საოცრება უნდა მოხდეს. 27 მარტს “მაკაბი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.
დღეს ევროლიგაში მანუჩარ მარკოიშვიის “გალათასარაი” და გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” ითამაშებენ, რომლებსაც გამარჯვებები ჰაერივით სჭირდებათ.
F ჯგუფი |
მ |
წ |
ბურთების |
შეფარდება |
+/- |
რეალი |
9 |
2 |
952 |
829 |
123 |
ცსკა |
9 |
2 |
923 |
804 |
119 |
მაკაბი |
7 |
4 |
869 |
840 |
29 |
ბაიერნი |
5 |
5 |
734 |
771 |
-37 |
ლოკომოტივი |
5 |
6 |
858 |
869 |
-11 |
გალათასარაი |
4 |
6 |
763 |
783 |
-20 |
პარტიზანი |
3 |
8 |
748 |
854 |
-106 |
ჟალგირისი |
1 |
10 |
836 |
933 |
GBF.GE