ჰიკმანის “მაკაბიმ” პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო
გამარჯვებით დაიწყო ისრაელის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ”. თელავიველებმა რეგულარული ჩემპიონატი პირველადგილზე დაასრულეს და პლეი ოფის პირველ რაუნდში მე-8 ადგილზე გასულ “გალილ გილბოას” დაუპირისპირდნენ.
“მაკაბის” გამარჯვების მოპოვება გვარიანად გაუჭირდა. ბოლო პერიოდის წინ თელავიველები 4 ქულით აგებდნენ და რომ არა მაქსიმალური მობილიზება, წაგებას ვერ ასცდებოდნენ.. საბოლოოდ “მაკაბიმ” 99:93 იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ქართული პასპორტის მქონე ჰიკმანმა სასტარტო ხუთეულში, 19 წუთს ითამაშა და 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. რიკიმ 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი მაკაბელმა გაი პნინიმ დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა.
სერიის მორიგი მატჩი 7 მაისს, გალილეაში გაიმართება.
gbf.ge