„ჰიტმა“ „კლიპერსი“ დაამარცხა, „ლეიკერსმა“ „როკეტსს“ ერთი ქულით აჯობა
გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი მატჩი შედგა.
„მაიამი ჰიტმა“, რომელმაც შინ „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ მიიღო, ხუთი ქულით იმარჯვა. საუკეთესო ფლორიდელთა შემადგენლობაში დუეინ უეიდი იყო, რომლის მონაგარმაც 29 ქულა შეადგინა. მასზე ორი ქულით ნაკლები კალიფორნიელთა ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა დააგროვა.
„მაიამი ჰიტი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – 102:97 (28:31, 24:25, 24:17, 26:24)
„ჰიტი“: უეიდი (29 ქ. 7 პ. 3 მ. 7 დ.), ჯეიმსი (18 ქ. 5 მ. 6 პ.), ბოშ (12 ქ. 6 მ.), ალენი (12 ქ.), ანდერსენი (10 ქ.)
„კლიპერსი“: გრიფინი (27 ქ. 14 მ.), რედიკი (15 ქ.), კროუფორდიო (!4 ქ.), ჯორდანი (11 ქ. 14 მ.), პოლი (11 ქ. 5 მ. 12 პ. 5 დ.)
ორი ქულით იმარჯვა „დენვერ ნაგეტსმა“, რომლის მეტოქეც „ატლანტა ჰოუქსი“ იყო.
„დენვერ ნაგეტსი“ – „ატლანტა ჰოუქსი“ – 109:107 (26:26, 28:25, 29:32, 26:24)
„ნაგეტსი“: ლოუსონი (23 ქ. 7 მ. 8 პ.), რობინსონი (15 ქ.), მაკგი (14 ქ.), ფოი (13 ქ.), ფურნიე (12 ქ.), მოზგოვი (10 ქ. 6 მ.), ფარიდი (4 ქ. 9 მ.), ჰიკსონი (3 ქ. 8 მ.)
„ჰოუქსი“: მილსეპი (29 ქ. 19 მ. 5 გ.), ჰორფორდი (21 ქ. 9 მ. 5 პ. 4 ბ.), კორვერი (16 ქ. 5 მ.), ტიგი (14 ქ. 11 გ.), კეროლი (10 ქ. 5 მ.)
სერიოზულ ბრძოლაში გამარჯვება „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმაც“ მოიპოვა – მაიკ დ’ენტონის გუნდმა „ჰოუსტონ როკეტსს“ მხოლოდ ერთი ქულით აჯობდა.
„როკეტსი“ – „ლეიკერსი“ – 98:99 (19:36, 31:28, 27:17, 21:18)
„როკეტსი“: ჰარდენი (35 ქ. 9 მ. 5 პ. 4 ჩ.), ლინი (16 ქ. 3 ჩ.), პარსონსი (!6 ქ.), ჰოვარდი (15 ქ. 14 მ.), აშიკი (6 ქ. 9 მ.)
„ლეიკერსი“: მიკსი (18 ქ.), ჯონსონი (16 ქ.), ბლეიკი (14 ქ.), ნეში (12 ქ. 6 მ.), ფარმარი (11 ქ. 5 მ. 7 გ.), იანგი (11 ქ.), კამანი (6 ქ. 10 მ.), გასოლი (2 ქ. 12 მ.)