იგორ კოკოშკოვი: ავსტრიამ გამოგვიწვია და ჩვენც ჩვენი ბოლომდე გავიტანეთ
ავსტრიის დამატებით დროში დამარცხების შემდეგ ოჰრიდში შევეხმიანეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იგორ კოკოშკოვს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:
– ავსტრიამ დღეს სრულიად განსხვავებული კალათბურთი ითამაშა, ვიდრე გუშინ – მაკედონიასთან. ისევე როგორც რუმინეთთან წინა შეხვედრა, ეს მატჩიც მოსამზადებელი ხასიათისიყო, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, მოგებას პრინციპული მნიშვნელობა მიეცა. ასე ვთქვათ, ავსტრიამ გამოგვიწვია, რომელმაც ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა და არაფრის დიდებით არ თმობდა. ეს ჩვენთვის გამოწვევა იყო – დავინახეთ, რომ წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით და მიზნად მოგება დავისახეთ. მეტოქემ ბოლომდე არ დაყარა ფარხმალი და ჩვენც კარგი სპარინგი გამოგვივიდა, რომელშიც საბოლოოდ მაინც ჩვენი გავიტანეთ და გავიმარჯვეთ…
– დარწმუნებული ვარ, დღეს მიღებული გამოცდილება გუნდის წევრებსმომავალ, უფრო პრინციპულ მატჩებში გამოადგებათ. რა თქმა უნდა, მინდოდა, სხვა კალათბურთელებიც გამომეცადა, მაგრამ თამაშის მსვლელობამ ამის ნაკლები შესაძლებლობა მომცა. გუნდის ლიდერები ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან, ხოლო მთლიანად გუნდური თამაში დასახვეწია. ამიტომაცაა ამხანაგური მატჩები, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ და დღევანდელმა მატჩმა ეს მისია ნამდვილად შეასრულა. ხვალ მაკედონიას ვეთამაშებით. მასპინძლებთან მატჩი ძალიან რთული იქნება. გასაგებია, რომ მათ ტურნირის მოგება უნდათ. ვნახოთ, რა როგორ იქნება, როგორი თამაში წავა…
– ბოლოს მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩემს ასისტენტს, კოტე ტუღუშს და მთლიანად ქართულ საკალათბურთო სამყაროს ვაჟა მხეიძის გარდაცვალება მივუსამძიმრო. მე ამ პიროვნებას არ ვიცნობდი, თუმცა ვიცი, რომ იგი დამსახურებული მწვრთნელი იყო. კოტე მის დაკრძალვაზე თბილისში მოემგზავრება. ისინი ერთი გუნდის წევრები იყვნენ და მისი ვალია, პატივი მიაგოს კოლეგას…
GBF.GE