იგორ კოკოშკოვი იუტა ჯაზის მწვრთნელი გახდა
იგორ კოკოშკოვი იუტა ჯაზში იმუშავებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კარიერა ნბა-ში გრძელდება. ბოლო გუნდი, სადაც კოკოშკოვი მუშაობდა, ორლანდო მეჯიქი იყო.
იუტა ჯაზმა ოფიციალურად გამოაცხდა, რომ კოკოშკოვი მთავარი მწვრთნელის, ქუინ სნაიდერს ასისტენტი ინება და ჯაზმენების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. სნაიდერსა და კოკოშკოვს თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებთ. სერბი სპეციალისტი ქუინ სნაიდერის ასისტენტი იყო მისურის უნივერსიტეტში, ამერიკის სტუდენტური ლიგის გათამაშებაში.
მე-15 წელია, კოკოშკოვი ნბა-ს გუნდებშ ასისტენტი მწვრთნელია. მისი ამერიკული კარიერა 2000 წელს ლოს ანჯელეს კლიპერსში დაიწყო. 2008 წლიდან კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს და მის ხელში ქართველებმა ჯერ „ა“ დივიზიონში აინაცვლეს, შემდეგ კი ზედიზედ მესამედ მოახერხეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.